როცა თერმომეტრის ხაზი +30°C-ს აღწევს, ჩვენი ორგანიზმი “საომარ მდგომარეობაში” გადადის. სიცხე გვართმევს ენერგიას, ფიტავს მინერალურ მარაგებს და აქვეითებს პროდუქტიულობას. საზაფხულო რაციონის შერჩევისას, როგორც წესი, აქცენტს საზამთროზე ან ბოსტნეულზე ვაკეთებთ, თუმცა წამყვანი დიეტოლოგები და ნუტრიციოლოგები გვირჩევენ, ყურადღება ერთ მწვანე ინგრედიენტზე - ფისტაზე (Pistachio) შევაჩეროთ.
როგორ ეხმარება ეს პატარა თხილი ჩვენს სხეულს ზაფხულის ექსტრემალურ სიცხესთან გამკლავებაში და რატომ არის მისი ნაყინის სახით მიღება საუკეთესო საზაფხულო რჩევა? - მოდით, სამეცნიერო ფაქტებზე დაყრდნობით განვიხილოთ.

ფისტა სხვა თხილეულთან შედარებით გამოირჩევა იმით, რომ მასში კალორიებისა და ცხიმების შემცველობა დაბალია, ხოლო მკვებავი ნივთიერებების კონცენტრაცია წარმოუდგენლად მაღალი.

ზაფხულში ფისტას მიღებას რამდენიმე კონკრეტული, მეცნიერულად დასაბუთებული უპირატესობა აქვს:
ოფლიანობის დროს ორგანიზმი კარგავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მინერალებს - კალიუმსა და ნატრიუმს. ამის გამო ვგრძნობთ კუნთების სისუსტეს და თავბრუსხვევას. ფისტაში შემავალი კალიუმის მაღალი კონცენტრაცია მომენტალურად აღადგენს დაკარგულ ელექტროლიტებს და სხეულს ტონუსში აბრუნებს. ამიტომ, სიცხეში ფისტას ნაყინის მირთმევა საუკეთესო გამოსავალია.
სიცხეში გულს ორმაგი დატვირთვით უწევს მუშაობა სისხლის მიმოქცევისა და თერმორეგულაციის უზრუნველსაყოფად. ფისტაში არსებული ამინომჟავა L-არგინინი ორგანიზმში გარდაიქმნება აზოტის ოქსიდად. ეს არის ნივთიერება, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის ნაკადს და ამცირებს არტერიულ წნევას. კვლევები აჩვენებს, რომ ფისტას რეგულარული მიღება სტრესულ სიტუაციებში (სიცხე ორგანიზმისთვის უდიდესი სტრესია) წნევის მკვეთრ ნახტომებს აზღვევს.
მზის აგრესიული ულტრაიისფერი სხივები იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და უჯრედების დაზიანებას. ფისტაში შემავალი ვიტამინი E და ლუტეინი მოქმედებენ როგორც „შინაგანი მზისგან დამცავი ფილტრი“, იცავენ კანის უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან და ეხმარებიან მას ტენიანობის შენარჩუნებაში.
თუ ფისტას სასარგებლო თვისებებს ნაყინის ფორმატში გადავიტანთ, მივიღებთ ზაფხულის იდეალურ ფუნქციურ დესერტს. აი, რატომ:
გასტრონომიული რჩევა: საზაფხულო ნაყინის შერჩევისას უპირატესობა ყოველთვის ნატურალურ პროდუქტს მიანიჭეთ. მაგალითად, „პალომას“ ასორტიმენტში არსებული ფისტას ნაყინი ინარჩუნებს თხილის ყველა სასარგებლო თვისებას, ნამდვილ სტრუქტურას და არ შეიცავს ხელოვნურ, ქიმიურ დანამატებს. ამასთან, საინტერესო სიახლეა ფისტის ნაყინის ახალი ვერსიაც - ფისტა-სტრაჩატელა, რომელიც აერთიანებს ორ უგემრიელეს იტალიური ჟელატოს გემოებს.
NS