სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება მიიპყრო საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისა და მისი უმცროსი ქალიშვილის, ლიზას (ელისაბედი) ერთობლივმა ფოტოებმა. ლიზა მიხეილის და თამარ ბაგრატიონის უმცროსი ქალიშვილია.




მიხეილ ყაველაშვილის ოჯახი
მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე ცნობილი ქართველი მომღერლის, ლიზა ბაგრატიონის და, თამარ ბაგრატიონია. წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავს: მარიამ ყაველაშვილი 1996 წელს ინგლისში, მანჩესტერში დაიბადა, გურამი - 2001 წელს, შვეიცარიაში, ციურიხში, მესამე შვილი - ელისაბედ ყაველაშვილი, 2013 წელს, თბილისში დაიბადა. თამარ ერთი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდანაც - გიორგი ივანიშვილი, რომელიც 1989 წელს, თბილისში დაიბადა.
თამარ ბაგრატიონის პირველი ქმარი პოლიტიკოს ნიკოლოზ ივანიშვილის ძმას, ბიჭი ივანიშვილი იყო, რომელიც გარდაიცვალა. მათი საერთო შვილი გიორგი ივანიშვილი წარმატებული ფეხბურთელია. მან 2 წლის წინ სასნოვიეცის „ზაგლებიესთან“ კონტრაქტს ხელი სეზონის ბოლომდე მოაწერა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი ბოლო წლებში საჩხერის „ჩიხურაში“ თამაშობდა.
მიხეილ ყაველაშვილი 1971 წლის 22 ივლისს დაიბადა. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო - ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია.
ყაველაშვილის წარმატებული საფეხბურთო კარიერა 1990 წელს დაიწყო: 1988–1995 წლებში იყო „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი, 1994–1995 წლებში „ალანია-ვლადიკავკაზის“; 1995–1997 წლებში კი „მანჩესტერ-სიტიში“ თამაშობდა.
2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის სანზონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. მიხეილ ყაველაშვილი გახდა საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, ახლა კი საქართველოს პრეზიდენტია.