იაკო ჭალაგანიძეს სოციალურ ქსელში ბევრი იცობს - მან პანდემიის პერიოდში ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა და კვების რეჟიმის ცვლილებით 50 კილოგრამზე მეტის დაკლება შეძლო. საკუთარი გამოცდილება მან მოგვიანებით სხვებსაც გაუზიარა - ეს ყველაფერი კი სრულიად უსასყიდლოდ გააკეთა და უამრავ ადამიანს დაეხმარა ამ პრობლემის მოგვარებაში.
მას შემდეგ იაკო ჭალაგანიძე სოციალურ ქსელში წონის კლებისა და თუ თავის მოვლის შესახებ ხშირად აზიარებს სასარგებლო რჩევებს. ამჯერად კი გამომწერების კითხვებს პასუხობს.
- აბდომინოპლასტიკით კმაყოფილი ხარ?გულწრფელად.
- ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო აბდომინოპლასტიკა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, პლასტიკურ ქირურგში გამიმართლა.

- ფეხებზე მოშვებულ კანს ოპერაციით უშველეთ?
- ფეხებზე არ გამიკეთებია ოპერაცია, მხოლოდ აპარატით და მასაჟებით მომყავს ჭკუაზე.

- კლების შემდეგ ხელებზე კანს რა მოუხერხეთ?
- პირველი პლასტიკური ოპერაციის წინა დღე. რამდენიმე ოპერაცია დამჭირდა.

- როგორ გამოიყურება შრამი ხელებზე შეგიძლია გვაჩვენო?
- შრამი იმდენად ცუდად ჩანს, რომ გაუფერულებას ვერ დაველოდე და გავიკეთე ტატუ. ზოგადად არ მიყვარს ტატუ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ჩემს შემთხვევაში ძალიან მჭირდებოდა ამხელა წონის კლების შემდეგ, სხვა შემთხვევაში არ გავიკეთებდი, რადგან შრამები ცუდად ჩანს.

ვინ არის იაკო ჭალაგანიძე
მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელების, განსაკუთრებით კი ინსტაგრამ და ტიკტოკ პლატფორმების პოპულარობა გაიზარდა, ხალხმა "ჩვეულებრივი" ადამიანებიც გაიცნო და შეიყვარა. ადამიანები, რომელთა ცხოვრება, გამოცდილებები და რჩევები ხშირად დიდი მოტივაციის წყარო ხდება. ისინი ყოველდღე ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველა ოცნების ახდენის უნდა ვირწმუნოთ.

სწორედ ასეთი ადამიანია ინტერნეტ მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი იაკო ჭალაგანიძე, რომელიც გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას ყოველდღიურად უზიარებს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეძლო, პანდემიის დროს 18 საათიანი კვების რეჟიმითა და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობით სასურველ ფორმაში ჩადგომა. ის დღეს სოციალური ქსელების მეშვეობით ეხმარება სხვებს ოცნებების ახდენაში და ხალხს ცილებს, მეტ სიარულს და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას აყვარებს. იაკო საერთო მიზნისკენ მიმავალ ქალებს, პირადი შეტყობინებების გარდა, Facebook-ის დახურულ ჯგუფში ესაუბრება და ცდილობს, მოტივაციის გაზრდაში დაეხმაროს.