პატარა შაიმ დედის ბავშვობის ვარდისფერი კაბა მოირგო - რა ფოტოს აქვეყნებს ნინი კვერნაძე - Marao

დედას ჰგავს თუ მამას? პატარა შაიმ დედის ბავშვობის ვარდისფერი კაბა მოირგო

2026-07-23 14:44:37+04:00

ქართველი ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძისა და ნინი კვერნაძის წყვილი საზოგადოებაში დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს. ამასთან დიდი ყურადღებით მათი ულამაზესი ქალიშვილი, პატარა შაიც გამოირჩევა, რომლის ვიდეოები და ფოტოებიც უამრავ მოწონებას იმსახურებს. 

ნინიმ სოციალურ ქსელშ შაის და მისი ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც შაის დედის ვარდისფერი კაბა აცვია. 

"ჩადთ ინვესტიცია კარგ ტანსაცმელში, შესაძლოა ერთ დღეს ის თქვენმა შვილმაც ჩაიცვას" - წერს ნინი,

budu-zivzivadze

ბუდუ ზივზივაძის ოჯახი და კარიერა

ბუდუ ზივზივაძე 1994 წლის 10 მარტს, ქუთაისში დაიბადა. იგი კახა ზივზივაძისა და რუსუდან გეგეშიძის შვილია. ჰყავს უფროსი და. მას სახელი ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ბავშვობაში ბუდუ ჭადრაკისა და ცეკვის გაკვეთილებს ესწრებოდა, შემდეგ კი მისი მთავარი გატაცება ფეხბურთი გახდა. 

ბუდუ პროფესიონალური კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო, ძირითადად თამაშობდა მათ სათადარიგო გუნდში.  ქუთაისის ტორპედოს შეუერთდა 2015 წელს, ჩაატარა 8 მატჩი, მოგვიანებით კი სამტრედიაში გადავიდა, სადაც 44 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 2016 წელს უმაღლეს ლიგის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

ბუდუმ 2017 წლის იანვარში გააფორმა კონტრაქტი დანიურ კლუბ Esbjerg fB-თან. 2025 წლის იანვარში ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს ბუნდესლიგის ჰაიდენჰაიმთან. 

ბუდუსთან ერთად, მთელმა საქართველომ გაიცნო და შეიყვარა მისი ოჯახიც. სოციალურ ქსელში ბუდუს მშობლების არაერთი ინტერვიუ გამოქვეყნდა. გადაცემებში იწვდენდნენ მის მეუღლეს, უმშვენიერეს ნინი კვერნაძესაც, რომელიც ამბობდა, რომ თავად ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს, თუმცა მეუღლის წარმატების გამო მზადაა, ეს კომფორტი დათმოს. 

budu-zivzivadze

განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა ბუდუსა და ნინის ქალიშვილმა. ხალისიანი, მოსიყვარულე და პოზიტიური შაი ყოველთვის იმსახურებს უცნობი ადამიანების დიდ სიყვარულსა და დადებით კომენტარებს. 

"სენსიტიური თემაა ჩემთვის ჩემი შვილი. შაის უყვარს საქართველოში ყოფნა, მამა ენატრება ხოლმე, მაგრამ ბავშვებთან ერთად ერთობა. როცა ვარჯიშიდან ვბრუნდები და სახლში არავინ მხვდება, ცუდად მოქმედებს. შაი როცა სახლშია, გამორბის, მეხუტება, მომენატრეო, რა მომიტანეო, მეუბნება. ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს, მაგრამ მერე მართმევს კიდეც, არ იღლება, სულ თამაში და გართობა უნდა. 

ვარჯიშის მერე სულ ერთად ვართ. ის რომ ბაღიდან მოდის, მე ვარჯიშიდან ვბრუნდები, ერთად ვისვენებთ და ვიძინებთ. ისე არ დაწვება, თუ არ მივუწექი. ერთად გვძინავს, ერთად ვთამაშობთ, პარკშიც და გასართობ ცენტრშიც დამყავს. ბატუტზე ხტომა უყვარს ძალიან. 

შაის დაბადებამ ბევრი რამ შეცვალა. პირველ რიგში ის, რომ მარტო ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი, მყავს ცოლი და შვილი. როცა გადაწყვეტილებას ვიღებ, მარტო ჩემი თავისთვის არ ვიღებ. თუნდაც გუნდის გამოცვლაზე, ყოველთვის ოჯახს ვეკითხები, როგორ იქნება უკეთესი, ბავშვისთვის როგორ აჯობებს. მარტო როცა ვიყავი, მარტივად ვამბობდი კის. ცხოვრებასაც სხვა თვალით შევხედე, უფრო სერიოზული გავხდი, მეტი პასუხისმგებლობა მაქვს როგორც მამას, როგორც მეუღლეს", - ამბობდა ბუდუ ზივზივაძე ქალიშვილის, შაი ზივზივაძის შესახებ.

ნინი კვერნაძემ არაერთ ინტერვიუში ისაუბრა საკუთარი ცხოვრების შესახებ და აღნიშნა, რომ ახლა საკუთარი საქმე არ აქვს, რადგან ბუდუს პროფესიის გამო ხშირად უწვეთ საცხოვრებლის შეცვლა, რაც კარიერის შექმნას ართულებს. გარდა ამისა, წყვილს მცირეწლოვანი ქალიშვილი, ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი შაი ჰყავს. ნინი ამბობდა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე მთლიანად შაის აღზრდითაა დაკავებული.