"ზაფხულის საკითხავი აი ეს არის!" - ლიტერატურული ტურნე დასავლეთ საქართველოში - გადავიკითხოთ იმერეთი - Marao

"ზაფხულის საკითხავი აი ეს არის!" - ლიტერატურული ტურნე დასავლეთ საქართველოში - გადავიკითხოთ იმერეთი

2026-07-23 17:11:04+04:00

ზა­ფხუ­ლის ცხე­ლი დღე­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო გან­ტვირ­თვა წიგ­ნებ­თან და საყ­ვა­რელ ავ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რაა! გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ აგ­რძე­ლებს ტრა­დი­ცი­ას და ამ­ჯე­რად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რობს.

24 ივ­ლისს, 16:00 სა­ა­თი­დან 22:00 სა­ა­თამ­დე, წყალ­ტუ­ბო­ში, „მაგ­ნო­ლი­ას“ და „იმე­რუ­ლი ეს­კი­ზის“ სივ­რცე­ში გე­ლით გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დღე, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, სა­ბავ­შვო გა­სარ­თობ-შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დის­კუ­სი­ე­ბი გე­ლო­დე­ბათ.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტურ­ნეს წყალ­ტუ­ბო­ში მას­პინ­ძლო­ბენ „მაგ­ნო­ლია“ და „იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი“ - სივ­რცე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სტუმ­რებს იმე­რუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­რე­მოს გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. ის­ტო­რი­უ­ლი „მაგ­ნო­ლია“, რომ­ლის ის­ტო­რი­აც 1950-იანი წლე­ბი­დან იწყე­ბა და 2019 წელს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხით და­უბ­რუნ­და წყალ­ტუ­ბოს, დღეს ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი კულ­ტუ­რულ-სა­რეს­ტორ­ნო სივ­რცეა ქა­ლაქ­ში. მის გვერ­დით მდე­ბა­რე „იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი“ კი ტრა­დი­ცი­უ­ლი იმე­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი კო­ლო­რი­ტის გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქმნის. სწო­რედ ამ გა­რე­მო­ში გა­ი­მარ­თე­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დღე, სა­დაც წიგ­ნე­ბი, ავ­ტო­რე­ბი და იმე­რუ­ლი მას­პინ­ძლო­ბა ერთ სივ­რცე­ში გა­ერ­თი­ან­დე­ბა.

 სად და რო­დის

  • თა­რი­ღი: 24 ივ­ლი­სი
  • დრო: 16:00 – 22:00 სა­ა­თი
  • ად­გი­ლი: წყალ­ტუ­ბო, „მაგ­ნო­ლია“

სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი

ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში „პა­ლიტ­რა L“ მკი­თხველს გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­თა­ვა­ზე­ბებ­საც უმ­ზა­დებს:

  • გა­და­ი­ხა­დე, რამ­დე­ნიც გინ­და - შერ­ჩე­ულ წიგ­ნებ­ზე ფასს თა­ვად მკი­თხვე­ლი გან­სა­ზღვრავს.
  • 3 წიგ­ნი 10 ლა­რად - სამი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი მხო­ლოდ 10 ლა­რად, სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­სავ­სე­ბად.

16:00-19:00: გა­სარ­თობ-შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის:პა­ტა­რა მკი­თხველს ელო­დე­ბა უამ­რა­ვი სი­ურპრი­ზი და მხი­ა­რუ­ლი თა­მა­ში:

  • მოგ­ზა­უ­რი თა­გუ­ნია

წიგ­ნის კი­თხვა, მხი­ა­რუ­ლი შე­კი­თხვე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის

თა­გუ­ნი­ას აპ­ლი­კა­ცი­ის შექ­მნა

  • კუ­პა­ტას თავ­გა­და­სა­ვა­ლი

ფაზ­ლის აწყო­ბა

მემო თა­მა­ში

შეხ­ვდი ავ­ტორს: გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე და ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი - კუ­პა­ტა!

  • სი­ტყვე­ბის ქვი­ზი: მო­ა­ნა

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მა:

  • 19:00 გა­და­ვი­კი­თხოთ იმე­რე­თი: და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი, ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ოტია იო­სე­ლი­ა­ნი
  • 20:00 რო­გორ დავ­წე­როთ პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნი: შეხ­ვედ­რა მწე­რალ და­ვით გა­ბუ­ნი­ას­თან

„ზა­ფხუ­ლი, შენი სა­კი­თხა­ვი სე­ზო­ნია და ამ სე­ზონ­ზე შენი გა­მომ­ცემ­ლო­ბა შენ­თან მო­დის. ზა­ფხუ­ლი - აი ეს არის კი­თხვის დრო და ჩვენს წიგ­ნებ­ში ყო­ვე­ლი გვერ­დი ახა­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლია. მო­ემ­ზა­დე სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის. სა­კი­თხავს ყველ­გან იპო­ვი - ვინც არ უნდა იყო და სა­დაც არ უნდა იყო, შენი სა­კი­თხა­ვი მალე შენს ქა­ლაქ­ში მოვა“ - ასე­თია წლე­ვან­დე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნეს მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი.

ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდე­ბით 24 ივ­ლისს, წყალ­ტუ­ბო­ში!

სა­კი­თხავს ყველ­გან იპო­ვი - ვინც არ უნდა იყო და სა­დაც არ უნდა იყო, შენი სა­კი­თხა­ვი მალე შენს ქა­ლაქ­ში მოვა.

წიგ­ნე­ბის სა­ნა­ხა­ვად ეწ­ვი­ეთ ბმულს: https://www.palitral.ge/

R