"მე ვუთხარი არ იხმაუროთ - თქო. ეგ იყო სულ და მერე გაგრძელდა....დედისთვის ძალიან ძნელია ამის თქმა, მაგრამ ეს [შვილი] მომკვდარიყო და ის [ბავშვი] ცოცხალი ყოფილიყო , - ამის შესახებ ვერაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის დედამ, დოდო ოდიშარიამ განაცხადა.
კაპანაძის დედის თქმით, შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამის გამო ფსიქიატრიულ კლინიკაშიც მკურნალობდა.
მისი თქმით, იარაღები შვილს იმ პერიოდამდე ჰქონდა კანონიერად გაფორმებული, სანამ ფსიქიკური პრობლემები დაეწყებოდა.
დედის თქმით, რამდენიმე წლის წინ შვილმა აგრესია მის მიმართაც გამოავლინა - ავეჯს ამტვრევდა. მაშინ მან პოლიციას სთხოვა, იარაღები წაერთმიათ, რადგან მისი შვილი ფსიქიკურად კარგად არ იყო. პოლიციამ იარაღები დროებით წაიღო, თუმცა მოგვიანებით უკან დაუბრუნა.
„იარაღი გაფორმებული ჰქონდა. სანამ ფსიქიატრიული პრობლემები ექნებოდა, მანამდე ჰქონდა გაფორმებული. ეს მე პოლიციასაც ვუთხარი, იყო ისეთი შემთხვევა ჩემს მიმართაც დაიწყო ... ერთთვიანი შემაკავებელი დაუწერეს.
წაიკითხეთ სრულად