ვარსკვლავური წყვილის ჯადოსნური ქორწილი: დავით ნინიაშვილისა და ლინდა ინაშვილი დაქორწინდნენ - Marao

ვარსკვლავური წყვილის ჯადოსნური ქორწილი: დავით ნინიაშვილისა და ლინდა ინაშვილი დაქორწინდნენ

2026-07-24 10:14:09+04:00

ფოტოები: Frame me

ქართველი მორაგბე დავით ნინიაშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული მოდელი ლინდა ინაშვილია. წყვილმა ქორწილი ქართული ტრადიციული მოტივებით გადაიხადა. დავითს ქართული ჩოხა ეცვა, ხოლო ლინდას, ულამაზესი, წელზე გამოყვანილი მაქმანებიანი კაბა. ქორწილის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. წყვილმა ხალხისგან უამრავი თბილი მილოცვა და სიყვარული დაიმსახურა. 

davit-ninikashvili

davit-ninikashvili

davit-ninikashvili

davit-ninikashvili

დავით ნინიაშვილი

ქართული რაგბის ისტორიაში ცოტაა ისეთი მოთამაშე, რომელმაც სულ რაღაც 20-იოდე წლის ასაკში შეძლო მსოფლიო რაგბის ელიტაში თავის დამკვიდრება. დავით ნინიაშვილი სწორედ ასეთი გამონაკლისია - სისწრაფით, უბადლო ტექნიკითა და აგრესიული შეტევის სტილით გამორჩეული მორაგბე, რომელიც დღეს ევროპული რაგბის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და სანახაობრივი უკანა ხაზელია.

ნინიაშვილის ფიზიკური მონაცემები და მოედნის ხედვა მას საშუალებას აძლევს, თანაბრად ეფექტურად ითამაშოს როგორც ფულბექის , ისე გარემარბის პოზიციებზე. მისი მთავარი იარაღი მოულოდნელი მანევრები, მაღალი სისწრაფე და მეტოქის დაცვის ხაზის იოლი ჭრაა.

დავით ნინიაშვილის საერთაშორისო საკლუბო კარიერა 2021 წელს დაიწყო, როდესაც იგი ფრანგულ „ლიონს“ შეუერთდა. ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ გაოცება გამოიწვია Top 14-ში - მან ძალზედ სწრაფად მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და გუნდის შეტევის მთავარ ბირთვად იქცა. 2022 წელს „ლიონთან“ ერთად მან ევროპის რაგბის EPCR Challenge Cup მოიგო, სადაც ტურნირის განმავლობაში ფენომენალური თამაშით დაგვირგვინდა მისი დებიუტი.

„ლიონში“ გატარებული წარმატებული წლების შემდეგ, 2025 წლიდან ნინიაშვილმა კარიერა ევროპული რაგბის კიდევ ერთ გრანდში - „ლა როშელში“ გააგრძელა. ფრანგული გრანდის რიგებში გადასვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ქართველი უკანა ხაზელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა შორის იკავებს ადგილს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დავითის დებიუტი 2020–2021 წლებში შედგა. მას შემდეგ იგი „ბორჯღალოსნების“ შეუცვლელ ლიდერად ჩამოყალიბდა.

2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ნინიაშვილი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა - ბურთით დაფარული მეტრების რაოდენობით იგი საუკეთესო მოთამაშეებს შორის დასახელდა, ხოლო ბრიტანულმა მაუწყებელმა (BBC) იგი მსოფლიო თასის ხუთ გამორჩეულ ახალგაზრდა მორაგბეს შორის შეიყვანა.