კანის მოვლის ფრანგული პრემიუმ ბრენდი - Rexaline – „რექსალაინი“ უკვე საქართველოშია და ექსკლუზიურად PSP-ს ქსელშია წარმოდგენილი. ბრენდმა აღიარება მოიპოვა ინოვაციური ფორმულებით, რომლებიც ჰიალურონის მჟავაზეა დაფუძნებული. აქტიური ინგრედიენტების უნიკალური ფორმულები უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას და ანელებს დაბერების პროცესს.
„რექსალაინის“ ფილოსოფია ეფუძნება კანის დატენიანებას, რასაც ბრენდმა ჰიალურონის მჟავის ორმაგი - მაღალი და დაბალმოლეკულური კომპლექსით მიაღწია. აღნიშნული ფორმულა ატენიანებს არა მხოლოდ კანის ზედაპირს, არამედ აღწევს ღრმა შრეებშიც, შედეგად იზრდება ელასტიკურობა და შესამჩნევად მცირდება წვრილი ნაოჭები. დერმატოლოგიურად შემოწმებული ფორმულები თავსებადია ყველა ტიპის კანთან, მათ შორის, მგრძნობიარესთანაც და რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, აუცილებლად მიიღებთ შესამჩნევ შედეგს.
რომ შევაჯამოთ, „რექსალაინის“ ფორმულები ქმნის არა დროებითი დატენიანების ილუზიას, არამედ იწყებს ღრმა შრეებში მოქმედებას და რეალურად აღადგენს კანის ბუნებრივ ბარიერს.
გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს „რექსალაინის“ კანის მოვლის პროდუქტები, რომლებიც ღრმა დატენიანებაზეა ორიენტირებული:

კრემის უნიკალური ფორმულა აკავებს წყალს, უზრუნველყოფს დატენიანებას და ანიჭებს კანს მყისიერ კომფორტს. კრემის შემადგენლობაში შემავალი მირტის ექსტრაქტი და ლუპინის პროტეინი ანელებს კანის დაბერების პროცესს და აძლიერებს ბარიერს; ჰიალურონის მჟავის ორმაგი კომპლექსი კი გამდიდრებულია წითელი წყალმცენარეებითა და უდაბნოს ვარდით, რომელიც აქტიურად ებრძვის დაბერების ნიშნებს. პროდუქტის დატანის შემდეგ კანი მომენტალურად ხდება ელასტიკური და ბზინვარე. ხშირი გამოყენების შედეგად მცირდება წვრილი ხაზები და ნაოჭები. კრემს აქვს უცხიმო ტექსტურა, შესაბამისად, იდეალურია ზაფხულის ცხელ დღეებში გამოსაყენებლად.

„რექსალაინის“ ეს რევოლუციური სახის შრატი ეფექტურად ებრძვის სტრესით, უძილობითა და ემოციური დისბალანსით გამოწვეულ თვალსაჩინო ნიშნებს. ერთი მხრივ, აღნიშნული პრობლემების დასაძლევად მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი, კვება და მენტალურ სიმშვიდეზე ზრუნვა, მეორე მხრივ კი ეს შრატი გახდება დამხმარე საშუალება, რომელიც სწრაფად დაუბრუნებს კანს ბრწყინვალებას.
შრატის უნიკალური კომპლექსი ასტიმულირებს უჯრედების განახლების პროცესს. კერძოდ, მინერალი ოლივინი ასტიმულირებს უჯრედების განახლებას და ებრძვის გარემოსგან მიყენებულ სტრესს, ხოლო კასავას ფესვის ექსრაქტი უზრუნველყოფს ლიფტინგსა და ელასტიკურობას.
პროდუქტის დატანისთანავე მცირდება დაღლილობის ნიშნები და კანი მოდის ტონუსში.

ფორმულა შემუშავებულია მგრძნობიარე კანისთვის. ამშვიდებს თვალის გარშემო თხელ კანს, აქრობს გაღიზიანებს, ატენიანებს ღრმად, არბილებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს. აქტიური მოხმარების შემდეგ თვალის კონტური არის განახლებული და ნათელი.
პროდუქტის ფორმულა დაფუძნებულია კოფეინზე, პეპტიდებზე, რაც ხსნის დაღლილობის ნიშნებსა და შეშუპებას, ამკვრივებს კან თვალის გარშემო და უზრუნველყოფს ერთგვაროვან ტონს.
კოფეინი არის დერმატოლოგიურ კოსმეტიკაში აქტიურად გამოყენებადი ინგრედიენტი, რომელიც ააქტიურებს მიკროცირკულაციას, ამცირებს მუქ წრეებს და აცხრობს შეშუპებას. პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი პეპტიდები ამკვრივებს კანს, ჰიალურონის მჟავის ორმაგი კომპლექსი კი გამდიდრებულია ბიო-ვექტორიზებული ამინომჟავებით, რომელიც უზრუნველყოფს დამატენიანებელ და დამამშვიდებელ ეფექტს.

„რექსალაინის“ მსოფლიო ბესტსელერი სახის ნიღაბი ატენიანებს კანს, არბილებს ნაოჭებს და აღადგენს კანს. ის უზრუნველყოფს ბზინვარებას სულ რაღაც 15 წუთში, ხოლო ინტენსიური გამოყენებისას შესამჩნევი ხდება დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი. გვირილა ამშვიდებს, ხოლო არგირელინი არბილებს, ამკვრივებს და აცოცხლებს კანს. ნიღაბი, სხვა პროდუქტების მსგავსად, შეიცავს ჰიალურონის მჟავის ორმაგ კომპლექსს და აქვს რბილი გელ-კრემის ტექსტურა, რომელიც გამოყენებისთანავე უზრუნველყოფს კომფორტს.
აღმოაჩინეთ რექსალაინის პროდუქტები PSP-ს ქსელში ან ბმულზე.
R