აღმოაჩინე 7 წიგნი, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა გადაფურცლო - Marao

აღმოაჩინე 7 წიგნი, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა გადაფურცლო

2026-07-27 12:05:45+04:00

ზაფხული საუკეთესო დროა ლიტერატურული აღმოჩენების გასაკეთებლად და თუ საკითხავი ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ, „ბიბლუსის“ ეს სია ნამდვილ მეგზურობას გაგიწევთ. 

სპეციალურად ზაფხულის სეზონისთვის გთავაზობთ აღიარებულ თანამედროვე და კლასიკურ ნაწარმოებებს, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებს. თითოეულ წიგნი ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით ან ონლაინ.

  • რეი ბრედბერი - ბაბუაწვერას ღვინო

biblusi

თუ რეი ბრედბერის ზღაპრულ და საოცრად ადამიანურ სამყაროში ჯერ არ გიმოგზაურიათ, წინ ნამდვილი ლიტერატურული დღესასწაული გელოდებათ. ამერიკელი მწერალი საოცარი ოსტატობითა და ნიჭით მოგითხრობთ ისტორიებს, რომლებიც არასდროს დაგავიწყდებათ. მოთხრობების კრებული „ბაბუაწვერას ღვინო“ აერთიანებს ნამუშევრებს ფანტასტიკის, საშინელებათა, სამეცნიერო ფანტასტიკისა და დეტექტივების ჟანრში. თითოეულ მოთხრობას თან სდევს  სევდა, რომანტიკა და სიკეთე, რომელიც ადამიანური ბუნების განუყოფელი ნაწილია. 

ბრედბერი აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფანტასტ მწერლად. 2012 წელს, მის გარდაცვალების შემდეგ ნიუ-იორკ თაიმსმა გამოაქვეყნა შემდეგი სიტყვები: „ბრედბერის დამსახურებაა თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ლიტერატურულ ჟანრად ჩამოყალიბება“.

  •  ფენი ფლეგი - შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“

biblusi

ფენი ფლეგის რომანს „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ ამერიკულ ლიტერატურასა და კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, რადგან ამ სევდითა და იუმორით სავსე ისტორიების უკან დგას უმწვავესი საკითხები - ადამიანის უფლებები, უმცირესობები, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მორალური მხარე, საზოგადოებრივი აზრი და თავისუფლება.

  • ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - ნაზია ღამე

biblusi

ამერიკელი მწერლის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „ნაზია ღამე“ ერთხელ მაინც მოხვდებოდა თქვენს წასაკითხი წიგნების სიაში. ახლა კი სწორედ ის დროა, ეს სურვილი სისრულეში მოიყვანოთ. 

ფიცჯერალდის შემოქმედება მიეკუთვნება „ჯაზის ეპოქას“, ტერმინს, რომელიც მან თვითონ გამოიგონა. ის მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მწერლად და „დაკარგული თაობის“ წევრად ითვლება.

რომანში „ნაზია ღამე“ მოქმედება ვითარდება სწორედ გასული საუკუნის ოციან წლებში. ეს ის პერიოდია, როცა ამერიკა ჯაზის ეპოქას მოუცავს; როცა ამერიკელ ახალგაზრდათა ერთი ნაწილი ევროპაში ეძებს შვებას. ახალი,თავბრუდამხვევი ურთიერთობების ძიებაში კი მთავარს - ადამიანურ ღირებულებებს ივიწყებენ. 

  •  ჯერომ სელინჯერი - თამაში ჭვავის ყანაში

biblusi

ჯერომ სელინჯერი ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორია. თავის ერთადერთ რომანში - „თამაში ჭვავის ყანაში“, რომელიც 1951 წელს გამოქვეყნდა, ის ეხება ისეთ თემებს, როგორიც არის ომისშემდგომი ტრავმები, ახალგაზრდული ამბოხი და სულიერი კრიზისი. 

მთავარი პერსონაჟი არის 16 წლის ჰოლდენ კოლფილდი, რომელიც ნიუ-იორკში ხეტიალობს და მსჯელობს სამყაროს სიყალბისა და სოციალური ნიღბების შესახებ. 

„თამაში ჭვავის ყანაში“ და მისი მთავარი პერსონაჟი, ჰოლდენ კოლფილდი გახდა სიყალბის წინააღმდეგ პროტესტის გლობალური სიმბოლო, რომელმაც შეიძლება ითქვას, მე-20 საუკუნის პროზაში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა და მრავალი არტისტის სიმბოლოდ იქცა. 

  •  დელია ოუენსი - იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან

biblusi

ამერიკელი მწერლისა და ბიოლოგის, დელია ოუენსის სადებიუტო მხატვრული რომანი - „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ 2018 წელს გამოვიდა და სწრაფად იქცა გლობალურ ბესტსელერად. წიგნში მოთხრობილია ჩრდილოეთ კაროლინის ჭაობებში გაზრდილი გოგონას, კია კლარკის დრამატული ისტორია. 

რომანში ოსტატურად არის შერწყმული დეტექტიური და რომანტიკული ჟანრები, ვხვდებით პოეტურ აღწერებსაც, რამაც წიგნს მილიონობით მკითხველის აღიარება და სიყვარული მოუტანა. 

„იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ 60-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და 2022 წელს ჰოლივუდურ ეკრანიზაციად იქცა. 

  • რობერტ ჰაინლაინი - კარი ზაფხულში

„კარი ზაფხულში“ სამეცნიერო ფანტასტიკის ამერიკელი დიდოსტატის, რობერტ ჰაინლაინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია, რომელიც 1956 წელს დაიწერა. წიგნი გვიამბობს ნიჭიერი გამომგონებლის, დენიელ დევისის შესახებ, რომელსაც ბიზნესპარტნიორი და საცოლე იდეას მოჰპარავენ და მას ანაბიოზის (ხანგრძლივი ძილის) მეშვეობით მომავალში გააგზავნიან. რომანში მოვლენები ვითარდება დროში მოგზაურობის, შურისძიების, სიყვარულისა და ტექნოლოგიური პროგრესის გარშემო. 

  • დენიელ კიზი - ყვავილები ელჯერონისთვის

„ყვავილები ელჯერონისთვის“ ამერიკელი მწერლის, დენიელ კიზის საკულტო სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანია, რომელმაც ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. წიგნი შედგენილია დღიურის ფორმით და მოგვითხრობს 32 წლის ჩარლი გორდონის შესახებ, რომელსაც გონებრივ განვითარებასთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები აქვს. 

ჩარლი მონაწილეობს ექსპერიმენტულ ოპერაციაში, რომელიც ჯერ გამოცადეს თაგვზე, სახელად ელჯერონი. რომანი საოცარი ჰუმანიზმითა და დრამატიზმით აღწერს ჩარლის ინტელექტუალურ განვითარებას, მის გაუცხოებას სამყაროსთან და პარალელურად, გააზრებას, თუ რას ნიშნავს, ზიდო ადამიანობის ტვირთი. 

„ბიბლუსი“ მთელი ზაფხულის განმავლობაში შემოგთავაზებთ საკითხავს, რომელიც თქვენს დასვენების დღეებს უფრო საინტერესოს, სასიამოვნოს და ნაყოფიერს გახდის. 

R