მოდელობა, ცნობილი ოჯახი და სიყვარულის ისტორია: ყველაფერი მშვენიერი ანა ნაცვლიშვილის შესახებ - Marao

მოდელობა, ცნობილი ოჯახი და სიყვარულის ისტორია: ყველაფერი მშვენიერი ანა ნაცვლიშვილის შესახებ

2026-07-27 15:48:42+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოდელი ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილის უმცროსი ქალიშვილი, ანა ნაცვლიშვილი დაქორწინდა. ანა სოციალურ ქსელში აქტიურია, თუმცა პირადი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი დეტალის შეახებ იშვიათად საუბრობს. მისი რჩეული დავით თუშიშვილია - ანა ზაფხულის არდადეგებს სწორედ მეუღლესთან ერთად ატარებს, მათი კადრები კი დიდ მოწონებასა და სიყვარულს იმსახურებს. 

ana-natsvlishvili 

ana-natsvlishvili

ანა ნაცვლიშვილი - ოჯახი და კარიერა 

ანა ნაცვლიშვილი ცნობილი ოჯახიდანაა - ის მოდელი ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილის შვილია.ასევე ცნობილი სახეა მისი უფროსი და, თაკო ნაცვლიშვილი, რომელმაც დედის კარიერული გზა გააგრძელა და მისი არაერთი წარმატების მომსწრე ჩვენც გავხდით. თაკოს და ანას ჰყავთ ორი ძმა, გუგა და ანდრია. გუგა, მამის მსგავსად, კალათბურთელია, ანდრია კი ჯერ სკოლის მოსწავლეა. 

  • ნაცვლიშვილების დიდი და ბედნიერი ოჯახი: 28-წლიანი სიყვარული, ოთხი შვილი და კადრები წარსულიდან

natsvlishvili

ანა ნაცვლიშვილი, განსხვავებით უფროსი დისგან, მედიასთან თითქმის არ ურთიერთობს, არ უყვარს საჯაროდ საუბარი საკუთარ ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე, თუმცა სოციალურ ქსელებში აქტიურია და ხშირად აზიარებს როგორც კარიერულ სიახლეებს, ისე ოჯახურ ამბებს. 

  • “გოგო, რომელმაც ქართული მოდის სამყაროში რევოლუცია მოახდინა“ - თაკო ნაცვლიშვილის წარმატების გზა, ბედნიერი ოჯახი და ამბები კულისებიდან

ანა განსაკუთრებული გარეგნობით გამორჩეული ახალგაზრდა მოდელია, რომელიც ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ბრენდის გადაღებასა თუ კამპანიაში. დასამახსოვრებელი იყო დების კოლაბორაცია, როცა ანა უფროსმა დამ, თაკო ნაცვლიშვილმა საკუთარი ბრენდის კამპანიაში გადაიღო. 

ana-natsvlishvili