"ქართველი მონიკა ბელუჩი" და სიყვარულის ზღაპრული ამბავი - ლორენა ზოიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - Marao

"ქართველი მონიკა ბელუჩი" და სიყვარულის ზღაპრული ამბავი - ლორენა ზოიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

2026-07-27 16:13:33+04:00

ბათუმელმა მოდელმა, ლორენა ზოიძემ, ცოტა ხნის წინ მეუღლესთან, გიგა ტაბაღუასთან ერთად გადაღებული ვიდეო გააზიარა. კადრებმა ინტერნეტსივრცეში უამრავი მოწონება და თბილი შეფასება დაიმსახურა. ლორენა სოციალურ ქსელებში დღემდე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა - მას 80 ათასამდე მიმდევარი ჰყავს და მისი თითოეული პოსტი გამომწერების დიდ გამოხმაურებას იწვევს.

 lorena-zoidze

  • ქართველი "მონიკა ბელუჩი" აზიურ კონკურსზე: ლორენა ზოიძე ქართველი დიზაინერის კაბით "Asian Beauty Hair Competition 2025" - ზე 

ვინ არის ლორენა ზოიძე?

ბათუმელ მოდელს, ლორენა ზოიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს. ლორენას ხშირად ქართველ მონიკა ბელუჩისაც უწოდებენ.

ის პუპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ძნელი გასარჩევია, რომელია დედა და რომელი - შვილი.

მან ცოტახნის წინ "Asian Beauty Hair Competition 2025" -ზე  მიიღო მონაწილეობა. ის კონკურსის ფინალშიც გავიდა. ლორენის ერთ-ერთი კაბის დიზაინერი სოფიო ბაკურაძეა. ოქროსფერი კაბით მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

  • "ულამაზესი დედა შვილი" - ბათუმელი მოდელი დედასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

lorena-zoidze

ლორენა ზოიძის ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. მან და მისმა რჩეულმა გივი ტაბაღუამ გულშემატკივრების მხრიდან უამრავი კომენტარი და დადებითი შეფასება დაიმსახურეს. როგორც აღმოჩნდა, ლორენას მეუღლე მეზღვაურია და პროფესიული საქმიანობის გამო ახლად შექმნილი ოჯახის დატოვება უწევს ხოლმე. 

lorena-zoidze

„საყვარელ ადამიანთან სიშორე რთულია, ფიქრები ყოველ წუთს იმის შესახებ, თუ როგორ არის, რამე ხომ არ უჭირს და ა.შ. ბევრისთვის მეზღვაურის ცოლობა ასოცირდება ფულთან და იმასთან, რომ ასეთ ოჯახებს არაფერი უჭირთ, პირიქით, ყველაფერი თავზე გადასდით. ცდებით, მატერიალური ნივთი და საბანკო ანგარიში ვერ შემივსებს იმ დანაკლისს, რასაც მასთან თვეობით განშორება ჰქვია. ზურგის ქარს ვუსურვებ ყველა მეზღვაურს და შინ მშვიდობით დაბრუნებას.

 ქორწინებას არაფერი შეუცვლია. არც სახლში დავმჯდარვარ და არც სამზარეულოში ვცხოვრობ (იცინის). ორივეს ჩვენ-ჩვენი როლი გვაქვს და ყოველთვის ერთმანეთს ვეხმარებით. მაგალითად, მე თუ საჭმელს ვაკეთებ, ის ჭურჭელს რეცხავს. უკადრისა არ არის და არ იქცევა ისე, როგორც ზოგი ქართველი „ვაჟკაცი“. მე შეიძლება, არ გამომდის ძალიან გემრიელი კერძები, მაგრამ ვცდილობ მაინც. აქამდე სამზარეულოსთან შეხება არ მქონია, სახლში საჭმელი არასდროს გამიკეთებია. ბებიაჩემი ძალიან მოწესრიგებული ქალია და თმა რომ არ დამვარდნოდა, სამზარეულოშიც არ მიშვებდა (იცინის). ახლა ნელ-ნელა ვიხვეწები და დავრწმუნდი, რომ ქალმა „სამზარეულო“ უნდა იცოდეს. არიან გოგონები, ვისაც ეს საერთოდ არ აინტერესებს, ამბობენ, კარტოფილსა და კვერცხზე მეყოლება ოჯახიო, მაგრამ მე ასეთი არ ვარ" - ამბობდა ლორენა.