გვარი კავსაძე ქართულ კულტურაში ცალკე ეპოქასთან და უდიდეს არტისტულ ტრადიციასთან ასოცირდება. ირინკა კავსაძე ლეგენდარული კახი კავსაძისა და ქართული კინოს მშვენების, ბელა მირიანაშვილის შვილიშვილია.
მის ოჯახში ხელოვნება მხოლოდ პროფესია არ ყოფილა, ეს ცხოვრების წესი იყო. ირინკას საგვარეულო ფესვები მუსიკასა და თეატრში შორიდან იღებს სათავეს: მისი პაპის მამა გენიალური ქართველი ლოტბარი სანდრო კავსაძე გახლდათ, ასევე ლოტბარი იყო დათაშკა კავსაძეც. ხოლო ბებიის, ბელას მხრიდან, ირინკას დიდი პაპა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი იყო. ამდენად, მის შემთხვევაში არტისტული გენი სრულიად ბუნებრივი მოვლენა აღმოჩნდა.
ირინკას მამა, ირაკლი კავსაძეც, მსახიობია. სკოლის დამთავრების შემდეგ ირინკამ "სინეტიკის თეატრში" დაიწყო თამაში, იქ, სადაც მამამისი - ირაკლი კავსაძე მუშაობს. ამავე თეატრში ჯერ კიდევ 10 წლისამ სწორედ მამასთან ერთად ითამაშა სპექტაკლში - "სტუმარ-მასპინძელი". დღეს ირინკა სინეტიკის თეატრში საქმიანობს.
მას საზოგადოება ცეკვავენ ვარსკვლავების მე-8 სეზონიდან იცნობს, სადაც ოთო ფოლადაშვილთან ერთად ცეკვავდა და ფინალშიც მიიღო მონაწილეობა.

ირინკა 10 წლის იყო, როდესაც ოჯახმა საქართველო დატოვა და ამერიკაში გადავიდა. მამამისი, ირაკლი კავსაძეც მსახიობია. პატარა გოგონასთვის უცხო ქვეყანაში ადაპტაცია ადვილი არ ყოფილა - ენის არცოდნა, ახალი სკოლა და უცხო გარემო დიდ სტრესთან იყო დაკავშირებული.
"ძალაინ არ მინდოდა წასვლა, მახსოვს თვითმფრინავში, რომ ჩავსხედით ტირილი ამივარდა, რადგან ვიცოდი, რომ იქ მომიწევდა ახალ სკოლაში შესვლა, ახალ ბავშვებთან ურთიერთობა, თან ენაც კარგად არ ვიცოდი. სკოლაში, როცა შემიყვანეს ძალიან გამიჭირდა. შემდეგ, როცა ენა ვისწავლე შევგუე და კომფორტულად ვიყავი, მაგრამ სიმართლე, რომ გითხრათ დღემდე მიჭირს, სულ საქართველო მენატრება," - ამბობდა ირინკა ვიკა კალანდიას რუბრიკაში.

როცა ირინკა დაიბადა, კახი კავსაძეს ეწყინა, შვილს ბებიის - ბელას სახელი რომ არ დაარქვეს. თუმცა, როცა გაიგო, რომ ბელას ნათლობის სახელი სწორედ ირინა იყო, ძალიან გაეხარდა და მიხვდა, რომ დედის ხსოვნას გვერდი არ აუარეს.
"პირველი შვილი რომ შემეძინა, ირინა დავარქვი. ეს სახელი ჩემი მეუღლის დას ჰქვია და მამამ ისე გაიგო, თითქოს შვილს დეიდის სახელი დავარქვი. მანამდე მქონდა ლაპარაკი და ვუთხარი, - კახი, არ შემიძლია, ბელას ვერ დავარქმევ-მეთქი. არაფერი უთქვამს, მაგრამ მივხვდი, ეწყინა. მოგვიანებით ავუხსენი: მაინც დედას სახელი დავარქვი. ხომ იცი, ბელას ნათლობის სახელი ირინა იყო-მეთქი. სახე გაუბრწყინდა, გამოცოცხლდა. მიხვდა, რომ გვერდი არ ავუარე", - იხსენებდა ირაკლი კავსაძე პირველი შვილის, ირინკას დაბადებას.

ამერიკულმა ცხოვრებამ ირინკას საქართველოს სიყვარული ვერ დაავიწყა. რამდენიმე წლის წინ ის სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ქართველმა მაყურებელმა ის დიდი თბილისითა და სიყვარულით მიიღო.
2024 წელს ირინკას ცხოვრებაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო - ის დაოჯახდა. მისი რჩეული ასევე მსახიობი, გიორგი ტაბიძეა. ორწლიანი სიყვარულის ისტორია წყვილმა ჯერ ქაშვეთის ეკლესიაში ჯვრისწერით დააგვირგვინა, ხოლო შემდეგ ქორწილი კახეთში, ისტორიულ სოფელ მანავში "გიუაანის მეღვინეობაში" გადაიხადა.
