მშვენიერი დების ცხელი დღეები იბიცაზე - ნინი ბადურაშვილისა და ქეთო თოფურიძის ეგზოტიკური არდადეგები - Marao

მშვენიერი დების ცხელი დღეები იბიცაზე - ნინი ბადურაშვილისა და ქეთო თოფურიძის ეგზოტიკური არდადეგები

2026-07-30 12:09:08+04:00

ქართველი მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი ზაფხულის ცხელ და მზიან დღეებს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ატარებს. ნინი დასთან, ქეთო თოფურიძესთან ერთად, ესპანეთში, ხმელთაშუა ზღვის მარგალიტად წოდებულ იბიცას სანაპიროზე ისვენებს.

დები სოციალურ ქსელში აქტიურად უზიარებენ გამომწერებს კადრებს ესპანური შვებულებიდან.

იბიცა ბალეარის არქიპელაგის შემადგენლობაში შემავალი კუნძულია, რომელიც მთელ მსოფლიოში განთქმულია თავისი უნიკალური ენერგეტიკით. დღისით კუნძული სრული რელაქსაციის ზონაა. ოქროსფერი ქვიშა, ფირუზისფერი ხმელთაშუა ზღვა საუკეთესო ადგილია განსატვირთად. ღამით კი იბიცა მსოფლიოს ელექტრონული მუსიკისა და გართობის დედაქალაქად გარდაიქმნება, სადაც პლანეტის საუკეთესო დიჯეები უკრავენ.

nini-badurashvili

nini-badurashvili

nini-badurashvili

nini-badurashvili

  • "არც ოჯახის შექმნას ვნანობ და არც დანგრევას, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ძალიან ნაჩქარევი იყო" - ნინი ბადურაშვილი ოჯახის დანგრევაზე 

ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი - კარიერა, ოჯახი, შვილი ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან "ბასტი-ბუბუს" სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ს წევრი

ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.

როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.

nini-badurashvii

  • "გახსნილი ურთიერთობა გვაქვს და, როგორც ადამიანი, სწორ გზას ადგას" - ნინი ბადურაშვილი ერთადერთი ქალიშვილის შესახებ 

"რამდენი ნიჭიერი და ლამაზი გოგოა ამ ქალაქში და მიკვირს, რატომ არის ნინის მიმართ ასეთი გაცხოველებული ინტერესი. ბავშვობიდან იყო განხილვის თემა. წერდნენ, რომ იყო ყველაზე სასურველი სარძლო. ეს თემა იყო ისეთი აქტუალური, ვფიქრობდი, რატომ ნინი? თბილისმა იცის ამოჩემება… რატომ არის ამდენი ხალხი დაკავებული ნინის ამბების განხილვით. ნინი სულ შეწუხებული იყო და ჩვენ ყველა, როდის გათხოვდებოდა. ეს ჩემზეც იყო, მაგრამ ვერ შევედრები ნინის…

არც გათხოვება უკითხავს ჩემთვის… მართლა თავისით გადაწყვიტა. სხვა ურთიერთობები ვიცოდით. ნინი ისეთი ტიპია, რომ არ მალავს. ყველაფერს ჰყვებოდა. ეს ბიჭი უცებ სად გაიცნო, არ ვიცი. მოვიდა და გვითხრა, ახლა უნდა გავთხოვდეო. ვინ არის, რა ჰქვია, რა გვარია-მეთქი. არა, გადავწყვიტე და უნდა გავთხოვდეო… არ მქონია იმის საშუალება, რომ მეთქვა ან კარგი, ან ცუდი. ჩავრთულვარ სხვა ურთიერთობებში, როცა ნინი განცდებში მინახავს და უბედური იყო, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ ნინის და ირაკლის ურთიერთობაში არ ჩავრთულვარ… ნინიმ არასდროს არაფერში დამიჯერა და არც მიკვირდა, რადგან მასში ჩემს თავს ვხედავდი ზუსტად…“ - იხსენებდა ეკა კახიანი. 

ნინის ქმარი რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე იყო. 2012 წელს გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, ნინი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს. ქორწინება 4 თვეში დასრულდა. დღეს, ნინის და ირაკლის საერთო შვილი გოგონა, ელენე კუტალაძე ჰყავთ, რომელიც როგორც დედასთან, ასევე მამასთანაც ხშირად ატარებს დროს.