თავის მოვლის ფრანგულ ფილოსოფიაზე საუბრისას შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ ბრენდს, რომელმაც კოსმეტიკის ინდუსტრიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. Yves Rocher უკვე ათწლეულებია ამტკიცებს, რომ კანის სრულყოფილი მოვლის მთავარი ფორმულა ბუნებაში იმალება. სწორედ ამიტომ, პროდუქციის ინგრედიენტების 95%-ზე მეტი ბუნებრივი წარმოშობისაა, არ შეიცავს პარაბენებს, მინერალურ ზეთებსა და აგრესიულ სულფატებს.
ყველაფერი ჯერ კიდევ 1959 წელს დაიწყო, როდესაც პირველი მცენარეულ ინგრედიენტებზე დამზადებული კრემი საფრანგეთის პატარა სოფელ ლა გაციში, საკუთარ სახლში მოწყობილ ლაბორატორიაში შეიქმნა. დღეს კი Yves Rocher სწორედ ამ ისტორიულ ადგილზე ფლობს 60 ჰექტარზე მეტ სერტიფიცირებულად ორგანულ მინდორს, სადაც ქიმიური სასუქების გარეშე მოჰყავთ ისეთი ძირითადი მცენარეები, როგორიცაა გვირილა, კალენდულა და სხვა.

ფრანგულმა ბრენდმა მალევე მოიპოვა აღიარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან მომხმარებელმა ზუსტად იცის, საიდან მოიპოვება ინგრედიენტები, რომლებიც Yves Rocher-ს პროდუქტებშია გამოყენებული. მათი დიდი ნაწილი საფრანგეთში მოჰყავთ. ბრენდი მუდმივად ორიენტირებულია, გამჭვირვალედ მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია შემადგენლობაზე, გამოიყენოს ეკომეგობრული მასალები, ამასთან, არასდროს ტესტავს პროდუქციას ცხოველებზე და ზრუნავს ტყეების აღდგენაზე.

საქართველოში Yves Rocher-ს წლებია, ენდობიან. ბრენდი წარმოდგენილია როგორც კონცეპტუალური მაღაზიების სახით, ასევე PSP-ს აფთიაქებშიც, სადაც ამჟამად პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 50%-იანი ფასდაკლება ვრცელდება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ. აღსანიშნავია, რომ სასურველი პროდუქტი შეგიძლიათ, PSP-ს დაგროვებულ ღიმილებშიც გადაცვალოთ.
გთავაზობთ Yves Rocher-ს 3 ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, რომელიც თქვენთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდება:
Yves Rocher-ს სახის შრატი ნამდვილად იმსახურებს მომხმარებლის ერთგულებას. გაჯერებული ფორმულის მეშვეობით, კანი პირველივე გამოყენებიდან ტენიანდება; რეგულარული გამოყენების შედეგად კი ხდება უფრო მკვრივი და ბზინვარე.
ფორმულა დაფუძნებულია უჯრედულ წყალზე, რომლის სამმაგი მოქმედება ხელს უწყობს ღრმა დატენიანებას, ყველაზე მშრალ ან ცივ ამინშიც კი. შედეგად, მცირდება ნაოჭებისა და წვრილი ხაზების წარმოქმნის რისკი და კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

კრემი სწრაფად უზრუნველყოფს კანის დატენიანებასა და ბზინვარებას. რეგულარული გამოყენება კანს უფრო გლუვსა და ელასტიკურს ხდის. ფორმულაში სტაბილიზებულ C ვიტამინთან კომბინირებული ნასტურციუმი აცოცხლებს კანს და ანიჭებს ერთგვაროვან ფერს, ამცირებს წვრილი ხაზების ხილვადობას. აქტიური ინგრედიენტების ანტიოქსიდანტური თვისებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დაბერების ნიშნების შემცირებას. მსუბუქი ტექსტურა სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმიან კვალს. კრემის გამოყენება შესაძლებელია როგორც დილით, ასევე საღამოს.

Yves Rocher-ს ტანისა და თმის სპრეი ვანილის ბურბონის ექსტრაქტით შექმნილია მათთვის, ვისაც ნაზი და ტკბილი სურნელი იზიდავს. პროდუქტი შექმნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის და შეიცავს 97%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს. მსუბუქი ფორმულა კანსა და თმას ანიჭებს სასიამოვნო, ბუნებრივი ვანილის სურნელს, არ ტოვებს სიმძიმის შეგრძნებას.
Yves Rocher-ს ამ და სხვა პროდუქტების აღმოსაჩენად მიჰყევით ბმულს.
R