ახმეტის, ლაგოდეხის, ახალციხის, სურამის, წყალტუბოსა და ბაღდათის შემდეგ „გამომცემლობა პალიტრა L“-ის ლიტერატურული ტურნე გზას სვანეთისკენ აგრძელებს. ამჯერად ჩვენი შემდეგი შეხვედრის ადგილი მესტიაა, სადაც ორი დღის განმავლობაში წიგნები, განსაკუთრებული შეთავაზებები და ახალი ლიტერატურული სიახლეები დაგხვდებათ.
1 და 2 აგვისტოს „გამომცემლობა პალიტრა L“ მესტიის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გამართავს წიგნების გამოფენა-გაყიდვას, სადაც მკითხველებს მრავალფეროვანი არჩევანი, სპეციალური ფასდაკლებები და განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ.
ტურნეს განსაკუთრებული მოვლენა იქნება მწერალ ნათია ჯაგოდნიშვილის შეხვედრა მკითხველებთან. ავტორი პირველად წარადგენს თავის ახალ წიგნს „პარალელური წრფეები“, რომლის შესახებ საუბრისა და ავტორთან უშუალო შეხვედრის შესაძლებლობა მესტიელ მკითხველს პირველად ექნება.
სად და როდის
სად:
მესტიის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზი, სეტის მოედანი
როდის:
- 1 აგვისტო -11:00–19:00
- 2 აგვისტო -10:00–13:00
სპეციალური შეთავაზებები
- 3 წიგნი 10 ლარად(შეთავაზება ვრცელდება წიგნებზე: „მერი პოპინსი ალუბლების ქუჩაზე“, „მაცი ხვიტია“, „მშვიდობით, ჩემო საყვარელო“.)„
- გადაიხადე, რამდენიც გინდა“(შეთავაზება ვრცელდება წიგნებზე: „ღამის აგენტი“ და „ჩემი პირველი წიგნი ფორმებზე“.)
ორი დღის განმავლობაში მესტიაში ყველა ასაკის მკითხველი შეძლებს საკუთარი ინტერესების შესაბამისი წიგნის აღმოჩენას, სასურველი გამოცემების განსაკუთრებულ ფასად შეძენასა და თანამედროვე ქართველი ავტორის ახალ წიგნთან პირველივე დღეებში გაცნობას.
შევხვდებით მესტიაში!
გამომცემლობა „პალიტრა L“-ის შესახებ
„გამომცემლობა პალიტრა L“ 2005 წელს დაარსდა და დღეს საქართველოში წიგნის ერთ-ერთი უმსხვილესი გამომცემელი და გამავრცელებელია. გამომცემლობამ პირველმა შემოგვთავაზა ორიგინალური სამგანზომილებიანი და ინტერაქტიული საბავშვო წიგნები, ხოლო დღეს მჭიდროდ თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორებიც არიან Disney, Penguin Random House და HarperCollins. მისი მასშტაბური პროექტებია ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“, „გუდას აუდიოწიგნები“ და ეკოინიციატივა „მაკულიტერატურა“, რომლის ფარგლებშიც მკითხველების დახმარებით უკვე 150 000-ზე მეტი ხეა გადარჩენილი.
წიგნების სანახავად ეწვიეთ: https://www.palitral.ge/
R