რატომ დაშორდა ნუცა ბუზალაძე მეუღლეს - "შენ ყოველთვის იქნები ჩემთვის შთაგონების წყარო" - Marao

რატომ დაშორდა ნუცა ბუზალაძე მეუღლეს - "შენ ყოველთვის იქნები ჩემთვის შთაგონების წყარო"

2026-07-31 10:15:04+04:00

ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძისა და მისი ამერიკელი აგენტისა და საქმროს, დარენ პრინცის ურთიერთობა დასრულდა. წყვილმა, რომლის სიყვარულის ისტორიაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, პირადი გზების გაყოფა გადაწყვიტა.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ ღმერთმა განსაკუთრებული მიზეზით შეგვახვედრა. პირად ცხოვრებაშიც ეს იყო ისეთი რამ, რასაც არც ერთი ჩვენგანი არ ველოდით და ის მოგონებები, რომლებიც ერთად შევქმენით, მთელი ცხოვრება გაგვყვება. შენი კარიერა ორივესთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა ჩვენი პირადი გზები სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. შენ ყოველთვის იქნები ჩემთვის შთაგონების წყარო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა, იცოდე, რომ ყოველთვის ვიქნები შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. განაგრძე ბრწყინვალება ამ ზაფხულს ევროპულ კონცერტებზე, როგორც იმ ნამდვილ ვარსკვლავს შეეფერება, რომელიც ხარ. ყოველთვის მეყვარები“, – წერს დარენ პრინცი.

nutsa-buzaladze

  • "მე მინდა ორი ქორწილი, საქართველოშიც და ამერიკაშიც" - ნუცა ბუზალაძეს გულახდილი ინტერვიუ პირად ცხოვრებაზე 

ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინცი

დარენმა და ნუცამ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ნუცა American Idol-ის მონაწილე იყო.

"როგორც ამბობენ, „ღმერთი იცინის, სანამ ჩვენ გეგმებს ვაწყობთ“. ნუცას 2 წლის წინ, როგორც American Idol-ის ფინალისტს, ისე შევხვდი და დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით ერთმანეთს ღვთის სიყვარულით, სულიერი ცხოვრების წესით და დროთა განმავლობაში საუკეთესო მეგობრები გავხდით. წელს, როდესაც გადავწყვიტეთ ლოს-ანჯელესში გადასვლა  კარიერის გასაგრძელებლად, არცერთ ჩვენგანს არ წარმოედგინა ის, რაც ახლა გვაქვს.

ჩვენ ერთად დავიწყეთ ზრუნვა ჩვენს პიროვნულ განვითარებაზე და სწორედ ამ დროს გაჩნდა ჩვენ შორის სიყვარული. შენ უზარმაზარი გული გაქვს, შრომის საოცარი დისციპლინა, ხარ ერთგული და ბედნიერი. შენი გადამდები ენერგიით ყველა ოთხას ანათებ, სადაც შედიხარ. შენ მაიძულებ, რომ უკეთესი ადამიანი გავხდე და ჩემთვის პრივილეგიაა, ვიყო შენ გვერდით. მადლობა, რომ თქვი "დიახ". მოუთმენლად ველი ჩვენს მომავალს, სუპერვარსკვლავო! მოუთმენლად ველი, როდის შთააგონებ მსოფლიოს კიდევ ბევრ ქალს არა მხოლოდ შენი განსაცვიფრებელი ნიჭით, არამედ ღრმა შინაგანი კულტურით. ახლა ვიცი, რომ ცხოვრება ნამდვილად იძენს აზრს და რაც შენთვისაა შექმნილი, ის გზას აუცილებლად პოულობს. მიყვარხარ", - წერდა დარენი.

nutsa-buzaladze

  • უნიკალური ბრილიანტის ბეჭედი, 27-წლიანი სხვაობა და გასაიდუმლოებული ურთიერთობა: ნუცა ბუზალაძის რჩეულის, დარენ პრინცის ცხოვრება 

დარენმა ნუცას გასულ წელს სთხოვა ხელი.

"მე ვუთხარი „კი“ ჩემს სუპერ აგენტს, საუკეთესო მეგობარს და ახლა... ჩემს მომავალ ქმარს" - წერდა ნუცა.

ნუცა ბუზალაძემ ნიშნობის ბეჭდის არაერთი ფოტო გაგვიზიარა. ბეჭედი ძალიან ჰგავს ცნობილი ბრენდის, Tiffany & Co. ნიშნობის ბეჭდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელს - Tiffany Solest. ბეჭდის ღირებულება, დაახლოებით,19 000-დან 30 000 დოლარამდეა. 

ნუცა, როდესაც  გადაცემა "იმედის დღის" სტუმარი იყო, სამომავლო გეგმებზეც საუბრობდა და აღნიშნა, რომ მას ორი ქორწილის გადახდა სურდა.

პირველად დამინახა "American idol"-ში და თვითონ შემეხმიანა, ამ მიწერიდან ერთ თვეში, როცა პირისპირ შევხვდით ერთმანეთს, მას პირველ რიგში ჩემი ადამიანობა მოეწონა. ჩემი ისტორია, რომ მოვუყევი საიდან დავიწყე ეს ყველაფერი, მან დააფასა ჩემი განვლილი გზა.

 აგენტისთვის მნიშვნელოვანია, ეს ჟინი დაინახო, რადგან შენ ამაში ინვესტიციას დებ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ებრაელია, ჩემშიც რომ დაინახა რწმენისადმი დამოკიდებულება, კიდევ უფრო მოიხიბლა. ამ შეხვედრის შემდეგ ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. სანამ არ დავგუგლე და პირისპირ არ შევხვდი, დერენის შესახებ მანამდე არაფერი ვიცოდი. 

მე მინდა ორი ქორწილი, საქართველოშიც და ამერიკაშიც. 2 ქორწილი და 4 კაბა მინდა", - ამბობდა ნუცა.