ზუსტად 67 წლის წინ ფრანგმა ინჟინერმა ლუი რეარმა ფართო მასებს მსოფლიოში პირველი საცურაო კოსტიუმი - ბიკინი წარუდგინა. კოსტიუმს წყნარ ოკეანეში მდებარე ატოლის (ადგილი, სადაც პირველი ატომური იარაღის ცდები ჩატარდა) პატივსაცემად დაერქვა სახელი. კოსტიუმს მართლაც ბომბის აფეთქების მსგავსი ეფექტი უნდა მოეხდინა.
წლების შემდეგ ბიკინი საზაფხულო გარდერობის საკულტო ნივთი გახდა – მას უძღვნიდნენ სიმღერებს, საიტებს, ზოგიერთი კი მასში გამოწყობილი თხოვდებოდა კიდეც! ჩვენ შევაგროვეთ 12 უცნაური ფაქტი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ საცურაო კოსტიუმზე:
1. საცურაო კოსტიუმის შემქმნელი ლუი რეარი ამტკიცებდა, რომ ნამდვილი ბიკინი თავისუფლად უნდა ეტეოდეს საქორწინო ბეჭედში.
2. პირველი გოგონა, რომელმაც გაბედა, ჩაეცვა ბიკინი და მსოფლიოსთვის წარედგინა ის, მიშელ ბერნარდინი გახლდათ. 1946 წელს ის მხოლოდ 19 წლის იყო. პარიზში გამართული ცნობილი ფოტოსესიის შემდეგ მან 50 000-ზე მეტი წერილი მიიღო ახალგამომცხვარი თაყვანისმცემლებისგან.
3. 1951 წელს, ისტორიაში პირველ სილამაზის კონკურსზე, "მის მსოფლიოს" გამარჯვებული დაჯილდოების ცერემონიალზე ბიკინიში გამოვიდა.
4. ნამდვილი პოპულარობა ბიკინიმ მაშინ მოიპოვა, როცა ის 1953 წელს ბრიჯიტ ბარდომ ჩაიცვა. ის პირველად ჩავიდა კანის კინოფესტივალზე, მაგრამ უკვე ზუსტად იცოდა, რით მიიპყრობდა ფოტოგრაფების ყურადღებას. ხოლო 1955 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე მისი დაჩრდილვა მოისურვა დიანა დორსმა, რომელმაც ცნობილი არხები ძვირფასი ბეწვის ბიკინიში გადაცურა.
5. ყველა დროის ყველაზე ცნობილ საცურაო კოსტიუმად ითვლება ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი გოგოს, ურსულა ანდრესის თეთრი ბიკინი, რომელშიც ის 1962 წელს ფილმში "ექიმი ნოუ" გამოჩნდა. ლიდერობის კიდევ ერთი კანდიდატი გახლავთ – პრინცესა ლეის ლითონის ცნობილი საცურაო კოსტიუმი ფილმიდან "ვარსკვლავური ომები. ეპიზოდი VI". მოგვიანებით მთავარი როლის შემსრულებელმა, კერი ფიშერმა აღიარა, რომ ვერ აიტანა ეს თამამი და მოუხერხებელი სამოსი.
6. ამავე წელს ჟურნალმა Playboy-მ პირველად მიუძღვნა ჟურნალის ყდა ბიკინის, ხოლო მერილინ მონრო უკანასკნელად გამოჩნდა ფილმში ამ საცურაო კოსტიუმით. ფილმი, სახელწოდებით "ასეც უნდა მომხდარიყო", ფართო ეკრანებზე აღარ გამოსულა.
7. ბიკინის ყველაზე ფართომასშტაბიანი აღლუმი 2009 წელს იოჰანესბურგში გაიმართა. მასში 287-მა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა.
8. ფოტო, ბიკინიში გამოწყობილი ყველაზე მრავალრიცხოვანი ლამაზმანით, 2001 წელს სიდნეიში გადაიღეს. ორგანიზატორებმა 1000-ზე მეტი გოგონა შეკრიბეს გადაღებისთვის.
9. მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბიკინი 30 მილიონი დოლარი ღირს. ის 150-კარატიანი ბრილიანტებისგან არის შექმნილი.
10. ზოგიერთი თამამი ქალი საკურთხეველთან, საპატარძლო კაბის ნაცვლად, ბიკინიში გამოწყობილი მიდის. ასე მოიქცა 2006 წელს პამელა ანდერსონი. სამწუხაროდ, მისი და კიდ როკის ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა.
11. ესპანეთში სიტყვა "ბიკინით" არა მხოლოდ ღია საცურაო კოსტიუმს აღნიშნავენ, არამედ ყველისა და ლორის ცხელ-ცხელ სენდვიჩსაც. საინტერესოა, რატომ?
12. კლასიკურ საცურაო კოსტიუმს ბიკინის უცნაური ნათესავებიც ჰყავს: მენკინი – მამაკაცების საცურაო კოსტიუმი, საშა ბარონ კოენის მიერ წარმოდგენილი ფილმში "ბორატი", ფეტკინი – საცურაო კოსტიუმი სრული ქალებისთვის და ბურკინი – "ანტი-ბიკინი", რომელიც ფარავს მთელ სხეულს და მაქსიმალურად პასუხობს შარიათის კანონებს.