ტელეწამყვან გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის წყვილი ქართველი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და საყვარელია. წყვილი უკვე რამდენიმე წელია დაოჯახებულია. მათ ერთი ვაჟი - პატარა გალა ჰყავთ, რომელიც სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავია.
ამჯერად გიორგიმ სოციალურ ქსელში პატარა გალას ახალი ვიდეო გაუზიარა გამომწერებს, სადაც ჩანს, თუ როგორ უმკლავდება პატარა ბიჭუნა რთულ მათემატიკურ ამოცანებს. აღმოჩნდა, რომ გალამ არაჩვეულებრივად იცის მათემატიკა და მრავალნიშნა რიცხვების შეკრება-გამოკლება სულ მარტივად გამოსდის.
"დავუწერე რამდენიმე მაგალითი და შედეგიც აგერ. გალა აგარაკზე მათემატიკოსობს" - წერს გიორგი გასვიანი.
მსახიობ და ტელეწამყვან გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის წყვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. წყვილმა რამდენიმე წლის წინ იქორწინა და ერთი შვილი, გალაკტიონ გასვიანი ჰყავს. მარიტა და გიორგი ერთმანეთს პროფესიამ დააკავშირა - მარიტა თეატრალური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია და მომავალი მეუღლის სპექტაკლებზეც ხშირად დადიოდა:
"მარიტა პანდემიამდე ჩემს სპექტაკლებზე დადიოდა. "ინსტაგრამის" მეშვეობით შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს და პირველად ჩემი მეგობრის, ზურა ჯავახიას კონცერტზე ახლოს გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობა ასე დაიწყო. გაცნობიდან ძალიან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო. შემდეგ მარიტამ მშობლებს უთხრა ჩვენი ურთიერთობის შესახებ და მათთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. მხოლოდ ტელეეკრანიდან მიცნობდნენ. როდესაც მათთან მივედი, ძალიან კარგად მიმიღეს. მარიტა თეატრის მოყვარულია, რაღაც პერიოდი მსახიობობაზეც ფიქრობდა, ამიტომ არ გაჰკვირვებიათ მშობლებს, რომ ბედი ხელოვანს დაუკავშირა.

რომელ ასაკშიც უნდა შექმნა ოჯახი, ნებისმიერ დროს ხარ ბედნიერი. მთავარია, ბედნიერების ყოველდღიური განცდა შეგეძლოს. პატარა ასაკში რომ დავოჯახებულიყავი, როცა მეტი პრობლემა მქონდა, როცა პროფესიულადაც არ ვიყავი ჩამოყალიბებული და წესიერად სახლიც არ მქონდა, რადგანაც დევნილი ვარ, ალბათ უფრო გამიჭირდებოდა. ამიტომაც არ ვქმნიდი.
ჩვენი ურთიერთობა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა, ერთმანეთისთვის ძალიან კომფორტული ადამიანები ვართ - ერთნაირად ვფიქრობთ, ერთნაირად ვაზროვნებთ. ეს ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია. თავისუფლად და კარგად ვგრძნობთ თავს. საერთოდ, ჩვენს ურთიერთობაში მეგობრობას და გულშემატკივრობას დიდი ადგილი უჭირავს", - ამბობდა გიორგი გასვიანი.
თავად მარიტა ოჯახსა და სწავლას ერთმანეთს შესანიშნავად უთავსებს. ამის პარალელურად კი, ის სოციალურ ქსელში აქტიურობითაც გამოირჩეოდა.