"ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ასეთი ბედნიერები ვიქნებოდით" - ჯანეტ ქერდიყოშვილის წერილი - Marao

"ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ასეთი ბედნიერები ვიქნებოდით" - ჯანეტ ქერდიყოშვილის წერილი

2026-08-01 17:25:55+04:00

"დღეს ჩემი გული მხოლოდ ერთი სიტყვით არის სავსე-  მადლობა. მადლობა უფალს იმ უდიდესი ბედნიერებისთვის, რომელიც მაჩუქა - სამი საოცარი გოგონა… სამი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ჩემს ცხოვრებაში. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ასეთი ბედნიერები ვიქნებოდით, რომ ჩვენი სახლი სავსე იქნებოდა ბავშვების სიცილით, ჩახუტებით, სიყვარულით და იმ სითბოთი, რომელსაც მხოლოდ ოჯახი გაძლევს.

ასევე, მთელი გულით მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, ვინც მოგვწერა, დაგვლოცა და ჩვენი ოჯახის სიხარული გაიზიარა. ღმერთმა დაგლოცოთ თითოეული თქვენგანი, თქვენც ისეთივე უსაზღვრო ბედნიერებით, სიყვარულითა და სიმშვიდით, როგორსაც დღეს ჩვენი ოჯახი გრძნობს", - წერს სოციალურ ქსელში ჯანეტ ქერდიყოშვილი. 

"მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი და მისი მეუღლე, ნოე სულაბერიძე სულ ცოტა ხნის წინ მესამე შვილის მშობლები გახდნენ. მათ მესამე გოგონა შეეძინათ, ანნასა და ლილის შემდეგ, მათ ოჯახს პატარა ემმი შეემატა. 

janeti

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი

ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას PrimeShow უძღვება. 

  • ჯანეტ ქერდიყოშვილის ინტერვიუ: "მაშინ არც წონას ექნება მნიშვნელობა, არც სიმაღლეს, არც ვიზუალს..."

ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. წლების წინ მის არაერთ რომანს საზოგადოება საჯაროდაც განიხილავდა. ნოეს პირველ ქორწინებაზე ბევრი არაფერია ცნობილი, ამ ურთიერთობაში მას ერთი შვილი, ალექსანდრე შეეძინა. 

მეორე ნოე სულაბერიძემ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, მათ ერთი ქალიშვილი, ლიზა ჰყავთ. წლების წინ ძალიან ხმაურიანი და სკანდალური აღმოჩნდა ეკასა და ნოეს დაშორება. მაშინ ეკა სამხარაძე არ ერიდებოდა მიზეზებზე საუბარს. 

ნოე სულაბერიძემ მესამედ "მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილზე იქორწინა. ეს ურთიერთობა საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან წყვილი სიყვარულს დიდი ხნის მანძილზე მალავდა. 

ჯანეტის გზა დიდ სცენამდე 2011 წელს დაიწყო, როცა ჯანეტმა “მის საქართველოს” ტიტული მოიპოვა. ამ წარმატების შემდეგ, 2013 წელს ის მონაწილეობდა პოპულარულ სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში, თუმცა, მიუხედავად თავისი გამორჩეული ხმისა და დიდი პოტენციალისა, მომღერლის კარიერაზე უარის თქმა მოუწია - სამოდელო კონტრაქტის პირობების გამო, არჩევანი უნდა გაეკეთებინა მუსიკასა და სილამაზის კონკურსებს შორის. ჯანეტმა მეორეს მიანიჭა უპირატესობა და გადაწყვიტა, საერთაშორისო ასპარეზზე გაეტანა საქართველოს სახელი. სწორედ ასე აღმოჩნდა იგი "მის სამყაროს" კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენლად.

  • "მას ვემადლიერები, თუ რაიმე დღეს გამაჩნია და თუ რაიმე დღეს მიხარია" - ნოე სულაბერიძის ემოციური სიტყვა მეუღლის შესახებ

დროის სვლასთან ერთად, ჯანეტმა კარიერა სხვა მიმართულებშიც წარმატებით გააგრძელა. გახდა ტელეწამყვანი, ხოლო მოგვიანებით, ბიზნესშიც მოსინჯა ძალები: დააარსა დიზაინის სტუდია და ჯანსაღი დეტოქს კვების ბრენდი, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება.

მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. მესამედ ნოე მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი ანნა და ლილი ჰყავთ.

  • დები - ლიზა, ანნა და ლილი: ნოე სულაბერიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

მისი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ წარმატებულია - ის დაქორწინდა ცნობილ ტელეწამყვანზე და პროდიუსერზე, ნოე სულაბერიძეზე. 2019 წლის ივნისში მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილი ტრადიციული მოტივებით იყო გაფორმებული, თავად სიძე-პატარძალსა და მათ მეჯვარეებს კი ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ.