მაცაცო სებისკვერაძე 80 წლის გახდა - ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის განვლილი გზა და ამბავი დიდი სიყვარულის შესახებ - Marao

მაცაცო სებისკვერაძე 80 წლის გახდა - ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის განვლილი გზა და ამბავი დიდი სიყვარულის შესახებ

2026-08-03 11:56:38+04:00

ქართული მუსიკალური ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელი, კომპოზიტორი რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძე, რომელსაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საყვარელ ქალბატონად მიიჩნევენ, იუბილარია. მას 80 წელი შეუსრულდა. დაბადების დღის აღსანიშნავად, მისმა შვილმა დავით გერსამიამ დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.

მაცაცო სებისკვერაძის შემოქმედება ათწლეულებია ქართული სცენისა და მსმენელის გულებს იპყრობს. მის მიერ შექმნილი მელოდიები დროს უძლებს და თაობებს აერთიანებს.

matsatso-sebiskveradze

  • მაცაცო სებისკვერაძე – ბგერებით მოთხრობილი ცხოვრება და სცენაზე შექმნილი უკვდავი მელოდიები 

მაცაცო სებისკვერაძე

რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძე 1946 წელს, ზესტაფონში ტრადიციულად მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. როგორც ცნობილია, მისი წინაპრები უბისას ეკლესიის მგალობლები იყვნენ. რუსუდან სებისკვერაძის სიმღერებში გამოყენებულია თითქმის ყველა დიდი ქართველი პოეტის ლექსი.

მაცაცო სებისკვერაძის შემოქმედება მოიცავს როგორც ინსტრუმენტულ, ასევე ვოკალურ ნაწარმოებებს. მისი მუსიკა გამოირჩევა მელოდიურობითა და ემოციურობით, რაც მას პოპულარულს ხდის როგორც პროფესიონალ მუსიკოსებს, ასევე მსმენელებს შორის.

მაცაცო სებისკვერაძე აქტიურად მონაწილეობს კულტურულ ღონისძიებებში და აგრძელებს ახალი ნაწარმოებების შექმნას, რაც მის შემოქმედებას მუდმივად აქტუალურს ხდის.

მისი მუსიკა შთაგონების წყაროა მრავალი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული მუსიკის პოპულარიზაციაში.

მისი სიმღერების უბადლო შემსრულებელი იყო გოგი დოლიძე. წლების შემდეგ ქალბატონი მაცაცო დიდი სიყვარულით იხსენებდა ლეგენდარულ მომღერალთან ერთად მუშაობას:

matsatso-sebiskveradze

"სიმღერაში რაინდი იყო. დუეტის შესრულებისას წინ ქალბატონს აყენებდა. და თითქოს ჩუმად ეპარებოდა მეორე ხმით.

ახალს რომ დავწერდი და დავუძახებდი, მოვარდებოდა მაშინვე. მახსოვს, ვაჟა-ფშაველას ლექსზე დავწერე სიმღერა – „მთელი ხმელეთის სწორი ხარ“. იმ წუთში ჩემთან გაჩნდა. ვამღერე და წავიდა. მეორე დღეს შეთანხმების გარეშე მოვიდა - ვაჟას ლექსია მაინც და კიდე მამეცადინე, მამღერეო. საღამოს ისევ კარზე ზარი გაისმებოდა. იცი, რა სულ თავში მიტრიალებდა ეს სიმღერა და მაინტერესებს, ახლა როგორ ვიმღერებო. რატომ ღელავ ასე-მეთქი, ვეკითხებოდი. ვაჟას ლექსია და როგორ არ ვიღელვოო.

ვაიმე, რანაირად საყვარელი ბიჭი იყო… კაცს რეპეტიციის გარეშე შეეძლო სცენაზე ნებისმიერი სიმღერა ემღერა, მაგრამ ასეთი უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა." - იხსენებდა ქალბატონი მაცაცო.