ქართველი მომღერლები სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდან, რომლებმაც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს - Marao

ქართველი მომღერლები სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდან, რომლებმაც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს

2026-08-03 14:46:17+04:00

ქართული მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში სატელევიზიო პროექტებსა და მეგა-შოუებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირათ. სწორედ ასეთი პროექტები გახდა მრავალი ნიჭიერი არტისტისათვის ის მთავარი ტრამპლინი, რამაც მათ ფართო საზოგადოების სიყვარული და აღიარება მოუტანა.

წარმოგიდგენთ ცნობილ ქართველ მომღერლებს, რომელთა ვოკალურმა მონაცემებმა და სცენურმა ქარიზმამ მაყურებელი პირველივე გამოჩენიდან მოხიბლა.

სოფო გელოვანი

სოფო გელოვანს მაყურებელი უკვე არაერთი წელია იცნობს. განსაკუთრებული პოპულარობა მომღერალს პროექტ "ჯეოსტამა" მოუტანა. 2012 წელს მონაწილეობა მიიღო   საერთაშორისო ფესტივალში გერმანიაში,  სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული არტისტები მღეროდნენ, ფესტივალი ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ  კამპანიას მიეძღვნა. 2013 წელს კი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნოდიკო ტატიშვილთან ერთად წარადგინა საქართველო.

მუსიკალური ნიჭი 5 წლის ასაკში გამოავლინა. 2000  წლიდან მონაწილეობს უამრავ საერთაშორისო კონკურსში მოლდავეთში, რუსეთში , სომხეთსა და აზერბაიჯანში და მრავალი გრან-პრისა და საპრიზო ადგილის მფლობელია. 2005 წელს  საპრიზო ადგილით დაბრუნდა კონკურსიდან „სლავური ბაზარი“. 

sopo-gelovani

  • ვის ჰქონდა საუკეთესო შედეგი? საქართველოს წარმომადგენლები ევროვიზიაზე 2007-დან 2024-წლამდე 

სალომე ბაკურაძე

სალომე ბაკურაძემ 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში „ნუცას სკოლა“(TV იმედი) და გავიდა ნახევარ ფინალში. ამავე წელს „TV იმედის“ მიწვევით მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ შოუში „იმედის ტალღა“. 2006 წელს კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას მიწვევით იყო მისივე სახელობის კვინტეტის წევრი. 2006 წელს საქართველოს სახელით მოლდოვეთის საერთაშორისო კონკურსში „friends faces“ მიიღო მონაწილეობა და ლაურეატი გახდა. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო ამერიკული სატელევიზიო შოუს „pop idol“-ის ქართულ ანალოგში „რუსთავი 2-ზე, სადაც შოუს ფინალისტი გახდა და მე-2 ადგილი დაიკავა.

2009 წელს იგი ტელეკომპანია რუსთავი 2-მა მიიწვია მსოფლიოში ცნობილი შოუს „Two stars“ ქართულ ანალოგში. 2009 წელს „რუსთავი 2“-მა იგი მიიწვია „pop idol“-ის ანალოგ პროექტ „Geo star“ 2000-ში სეციალურ სტუმრად. 2008 წლის ფინალისტობის შემდეგ მას ინტენსიურად იწვევდნენ სხვადასხვა ტელეკომპანიები რეიტინგულ გადაცემებში. 2010 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მიიწვია მეგა შოუში „Bravo“, სადაც მან მაყურებლის და ჟიურის მხარდაჭერით გამარჯვება მოიპოვა.

salome-bakuradze

  • „ვჩქარობდი, სანტი სახლიდან გამეშვა, რომ მერე დამმართოდა ყველაფერი“ - სალომე ბაკურაძის პირველი ინტერვიუ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 

სოფო ხალვაში

სოფო ხალვაში სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, მათ შო­რის იყო "ნუ­ცას სკო­ლა“ იმედ­ზე... ის იყო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც 2007 წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლო წა­რად­გი­ნა, სოფო ხალ­ვა­ში იყო ასე­ვე კონ­კურს "ახა­ლი ტალ­ღის“ პრი­ზი­ო­რიც.

2006 წლის სიმღერის კონკურსში იურმალაში მესამე ადგილი დაიკავა. მომღერალს ფესტივალმა „ახალმა ტალღამ“ საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა არა მარტო სამშობლოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ მომდევნო წლებში საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული „ახალ ტალღა 2007“-ზე  და „ახალ ტალღა 2008“-ზე.

sopo-xalvashi

ანი კეკუა

ანი კეკუა ცნობილი ქართველი მომღერალია, რომელმაც პოპულარობა მუსიკალური პროექტების მეშვეობით მოიპოვა. მისი კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო, როდესაც 3 წლის ასაკში სცენაზე გამოვიდა.

მოგვიანებით, ანიმ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ პროექტებში "ნუცას სკოლა" და "ჯეოსტარი", რაც მის კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.  ანი კეკუამ სწავლა კავკასიის უნივერსიტეტში განაგრძო, ხოლო მოგვიანებით განათლება შვედეთში მიიღო.

ani-kekua

  • განქორწინება, ცხოვრების ახალი გამოწვევები და ახალი ამპლუა: ანი კეკუას პორტრეტი 

თიკა მახალდიანი

თიკამ 2002 წელი „ოქროს მართვე”, გრან პრი, ბულგარეთის საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი აიღო, საიდანაც  მიიწვიეს იტალიასა და მოსკოვში გადაცემაში „დილის ვარსკვლავი”. 16 წლის ასაკში პირველი სატელევიზიო პროექტი „ნუცას სკოლა” გახლდათ , შემდეგ გახდა „ჯეოსტარის” ნახევარფინალისტი. სწორედ ამ პროექტის შემდეგ მოიხიბლა პუბლიკა თიკას შესრულების მანერით. გახლავთ პროექტის „მიმღერე რამე” გამარჯვებული. ასევე პროექტის „ბრავო” ფინალისტი. მონაწილეობა მიიღო „10+10″-ში  ქართველი და სომეხი  მომღერლების პროექტში.

tika-makhaldiani