ასტროლოგია მეცნიერულად დადასტურებული პროგნოზირების სისტემა არ არის, თუმცა თანამედროვე ასტროლოგები პლანეტების მოძრაობაზე დაკვირვებით გარკვეულ ტენდენციებს გამოყოფენ. 2026 წლის მეორე ნახევრის ასტროლოგიური მიმოხილვები, მათ შორის საერთაშორისო ასტროლოგიური გამოცემების: Astrology.com, Cafe Astrology და The AstroTwins ანალიზები აჩვენებს, რომ რამდენიმე ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის დარჩენილი პერიოდი განსაკუთრებით აქტიური და პერსპექტიული იქნება.

ლომი ქალებისთვის 2026 წლის დარჩენილი თვეები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი შეიძლება აღმოჩნდეს. იუპიტერისა და მზის გავლენა მათ ყურადღების ცენტრში მოაქცევს.
წლის ბოლომდე მათთვის მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, ახალი პროფესიული შეთავაზება, შემოსავლის ზრდა და მნიშვნელოვანი ნაცნობობა, რომელიც მომავალ ურთიერთობაზე იქონიებს გავლენას. ეს პერიოდი ასევე ხელს უწყობს საზოგადოებრივ აღიარებასა და საკუთარი შესაძლებლობების უფრო თამამად წარმოჩენას.
ლომი ქალებს ახლა განსაკუთრებით უღირთ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება, რადგან სწორედ აქტიურობა გახდება მათი მთავარი იღბალი.
კურო ქალები ხშირად ნელა, მაგრამ ძალიან მყარად აღწევენ წარმატებას.
ასტროლოგიური ტენდენციები მიუთითებს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, უძრავ ქონებასთან ან საცხოვრებელთან დაკავშირებულ პოზიტიურ ცვლილებაზე, ხანგრძლივი ურთიერთობის გამყარებაზე და ახალი საქმიანი პროექტის დაწყების შესაძლებლობაზე.
კუროსთვის ეს დამსახურებული წარმატებაა, რადგან წარსულში გაწეული შრომა შედეგს გამოიღებს.
ვენერას მფარველობის ქვეშ მყოფი სასწორი ქალებისთვის წლის ბოლო განსაკუთრებით ემოციური და რომანტიკული შეიძლება იყოს.
მათ ცხოვრებაში მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო ურთიერთობა, ძველი ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა, ნიშნობა ან ქორწინება. ასევე მნიშვნელოვანი იქნება სოციალური წრის გაფართოება და გავლენიანი ადამიანების გაცნობა.
სასწორებისთვის მთავარი სიახლე სწორედ პირად ცხოვრებაში მოსალოდნელი გარდატეხაა, რომელიც მათ ყოველდღიურობას მთლიანად შეცვლის.
მორიელი ქალები ხშირად ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ მაშინ აღწევენ, როცა ცვლილებების არ ეშინიათ. 2026 წლის დარჩენილი პერიოდი მათთვის ტრანსფორმაციის დროა.
მოსალოდნელია ძველი პრობლემების დასრულება, ახალი სამსახური ან საქმიანობის მიმართულების შეცვლა, მნიშვნელოვანი ფინანსური შესაძლებლობა და შინაგანი თავდაჯერებულობის მკვეთრი ზრდა.
მორიელისთვის იღბალი შეიძლება მოულოდნელი ფორმით გამოჩნდეს, ერთი შეხვედრა, შეთავაზება ან გადაწყვეტილება, რომელიც თავდაპირველად უმნიშვნელო მოეჩვენება, მომავალში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
მშვილდოსანი ქალები იუპიტერის ბუნებრივ ენერგიას ატარებენ, ამიტომ გაფართოებასთან დაკავშირებული თემები მათთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. წლის ბოლომდე სწორედ ეს სფეროები გააქტიურდება.
ტენდენციები მიუთითებს უცხოეთთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე, სწავლასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, საინტერესო მოგზაურობაზე და ახალი ადამიანების გაცნობაზე, რომლებიც მომავალ პერსპექტივებს გააფართოებენ.
მშვილდოსნისთვის 2026 წლის დარჩენილი ნაწილი განსაკუთრებით კარგია რისკიანი, მაგრამ გააზრებული გადაწყვეტილებების მისაღებად.