"ჩემმა პატარა ტვინმა შეადარა დიასახლისებს, „გათხოვილებს“ და გადაწყვიტა, რომ უნდა იყოს „გაშორებული“, ლამაზი ქალი" - რას წერს ალლექსანდრა პაიჭაძე - Marao

"ჩემმა პატარა ტვინმა შეადარა დიასახლისებს, „გათხოვილებს“ და გადაწყვიტა, რომ უნდა იყოს „გაშორებული“, ლამაზი ქალი" - რას წერს ალლექსანდრა პაიჭაძე

2026-08-04 13:17:02+04:00

ქართველი მოდელი და ტელესახე, ალექსანდრა პაიჭაძე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევა. მისი კარიერა, პირადი ცხოვრება თუ სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებები მუდმივად ხდება განხილვის საგანი. ამჯერად, მოდელი საკუთარ ქვეცნობიერ პროგრამებსა და ბავშვობისდროინდელ წარმოდგენებზე ალაპარაკდა.

"ბავშვობაში მომწონდა მარტოხელა ქალები, რამდენჯერაც ვიკითხე, ეს ლამაზი დეიდა ვინაა მეთქი, მესმოდა, რომ ეს ქმარს გაშორებულიაო. ჰოდა, ჩემმა პატარა ტვინმა შეადარა დიასახლისებს, „გათხოვილებს“ და გადაწყვიტა, რომ უნდა იყოს „გაშორებული“, ლამაზი ქალი. ჰოდა, ეგრეც დავამანიფესტირე. ჩემს ძვირფას ყოფილთან ბოდიში (ყველასთან), მაგრამ მარტო ყოფნაზე დიდი სიამოვნება ვერც ერთს მოუტანია.

საკმაოდ ღრმა და შინაარსიანი ადამიანი ვარ და არ გეგონოთ, ეს არის ჩემი ცხოვრების აქცენტი. უბრალოდ, ამასაც ვაკვირდები და ზუსტად ასეა. ვცდილობ, ეს პროგრამა გადავწერო და სრულად საოცარი ადამიანისთვის მოვემზადო, ვინც ჩემს ცხოვრებაში შემოსვლას ცდილობს“, – წერს ალექსანდრა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მოდელი ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა. წყვილს საერთო ქალიშვილი, პატარა ვიქტორია ჰყავს.

aleksandra-paichadze

ალექსანდრა პაიჭაძის ოჯახი და კარიერა

მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის შესახებ ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ. ის საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ჯერ კიდევ წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობას პოპულარულ შოუებსა და პროექტებში იღებდა. ალექსანდრა არაერთი ცნობილი ბრენდის სარეკლამო კამპანიის სახეც ყოფილა. მან განსაკუთრებული გარეგნობითა და თავდაჯერებულობით უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი. 

ამის პარალელურად, ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და დიდი ხნის მანძილზე აზიარებდა საკუთარ გვერდზე სამოტივაციო წერილებს, მოუწოდებდა ქალებს საკუთარი თავის მიღებისა და შეყვარებისკენ, ასევე, სხვა ქალების მხარდაჭერისა და პატივისცემისკენ. 

მოგვიანებით ალექსანდრა ერთ-ერთი გასართობი გადაცემის თანაწამყვანის ამპლუაშიც ვიხილეთ. 

ალექსანდრა პაიჭაძე ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამო არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ის ერთხელ იყო დაქორწინებული და მისი მეუღლე ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილის ბიძაშვილი, გიორგი ხატიაშვილი იყო. წყვილს ერთი შვილი ჰყავს. წყვილი დიდი ხანია რაც ერთმანეთს დაშორდა, მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია. ალექსანდრა და მისი ყოფილი მეუღლე ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას და თანაბრად არიან ჩართული შვილის აღზრდაში. 

aleksandra-paichadze

ალექსანდრა აღარ დაქორწინებულა, თუმცა მისი და ბიზნესმენ დავით კოდუას ურთიერთობა განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა. მოდელი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი პარტნიორი, თუმცა აქტიურად აზიარებდა მისგან მიღებულ საჩუქრებს და ხშირად წერდა ამ ურთიერთობის დეტალებზეც. საბოლოოდ, ალექსანდრამ გაამხილა მის შესახებ და მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისინი საერთო შვილს ელოდებოდნენ. 

ამ ურთიერთობის პარალელურად, დავით კოდუა ოფიციალურ მეუღლეს არ დაშორებია, რაც როგორც კოდუასა და მის ოჯახს, ისე ალექსანდრასა და დავით კოდუას ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა. 

დავით კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძეს ერთი გოგონა, ვიქტორია კოდუა ჰყავთ.