„თუ გსურთ იპოვოთ სწორი გზა, ჯერ სიმშვიდის მოპოვება უნდა ისწავლოთ - ისეთი სიჩუმის, რომელშიც პასუხის მოსმენას შეძლებთ.
ჩამოჯექით სიჩუმეში, ჩაახშეთ გარშემომყოფი ხმაური და დაიწყეთ საკუთარი შინაგანი სამყაროს მოსმენა. როდესაც ყველაფერი ცხრება, სწორედ მაშინ იწყებთ იმის მოსმენას, რასაც მე ღვთის ხმას ვუწოდებ.
იზრუნეთ თქვენს სხეულზე, როგორც ტაძარზე. იკვებეთ ჯანსაღი, სასარგებლო პროდუქტებით: ხილით, ბოსტნეულითა და წყლით; მიჰყევით განწმენდისა პრაქტიკას. რაც უფრო ცნობიერად მიუდგებით იმას, რასაც მოიხმართ - ფიზიკურად, მენტალურად თუ ენერგეტიკულად - მით უფრო წმინდა გახდება თქვენი გონება და უფრო მჭიდროდ იგრძნობთ კავშირს სამყაროს საწყისთან.
დაიმკვიდრეთ სიჩუმე, მოთმინება და მადლიერება. გაუფრთხილდით საკუთარ სხეულს, ისწავლეთ მოსმენა სანამ რეაგირებას მოახდენდეთ და მალე საოცარ ცვლილებას შეამჩნევთ: ინტუიცია უფრო მახვილი გახდება, სამყაროს ნიშნებს ვეღარ გამოაპარებთ და იგრძნობთ, რომ სამყარო უშუალოდ თქვენ გელაპარაკებათ.
ზოგჯერ პასუხი გარეთ კი არ არის, არამედ თქვენშია - უბრალოდ, საჭიროა სიმშვიდისა და საკმარისი სიჩუმის მოპოვება, რომ მისი გაგონება შეძლოთ", - ამის შესახებ მომღერალი ლიზა ყენია საუბრობს და გამომწერებს ვიდეოს უზიარებს.

ლიზა ყენიას განვლილი გზა და ამერიკული ცხოვრება
ლიზა ყენია მაია ჯაბუასა და არჩილ ყენიას ქალიშვილია. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ის ბავშვობიდან მოექცა ყურადღების ცენტრში, თუმცა ლიზა მედიისთვის საკუთარი ინდივიდუალიზმითაც მალევე გახდა საინტერესო პერსონა. ლიზა ყენია მუსიკოსია, ის თავადაც წერს მუსიკას და ბოლო დროს მსმენელს ახალი სიმღერებითაც ხშირად ანებივრებს. გარდა მუსიკისა, ლიზა გატაცებულია ხატვით და საკუთარი ბრენდი friskystyle შექმნა - ორიგინალური, ავთენტური სტილი მისი მთავარი ნიშაა.
ლიზა ყენია პატარა ასაკიდან გამოირჩეოდა თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით. ის საქართველოში არაერთ ცნობილ შოუში მონაწილეობდა და არაერთი გულშემატკივარიც ჰყავდა, თუმცა, საბოლოოდ, საცხოვრებლად ამერიკა არჩია და ახლა საკუთარ კარიერას იქ აგრძელებს.
