ნილა თავაძის პარიზული ვოიაჟი - ეიფელის კოშკთან გადაღებული ახალი ფოტოები ყურადღების ცენტრშია - Marao

ნილა თავაძის პარიზული ვოიაჟი - ეიფელის კოშკთან გადაღებული ახალი ფოტოები ყურადღების ცენტრშია

2026-08-05 10:12:42+04:00

ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ოჯახი ქართველი საზოგადოებისგან ყოველთვის განსაკუთრებულ სიყვარულსა და ყურადღებას იმსახურებს. ნიცა თავისი დახვეწილობითა და ბუნებრიობით დიდი პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად, მაღალია ინტერესი მისი ოჯახის წევრების მიმართაც.

ამჯერად საზოგადოების ყურადღება ნიცას დაზე, ნილა თავაძეზე არის მიპყრობილი - ცოტა ხნის წინ ნილამ გამომწერებს პარიზში გადაღებული ახალი ფოტოები გაუზიარა. კადრებში ის საფრანგეთის მთავარ სიმბოლოსთან - ეიფელის კოშკთან პოზირებს.

ნილა, როგორც ყოველთვის, დახვეწილი და ელეგანტური იმიჯით გამოირჩევა, რაც მის პარიზულ ფოტოებს განსაკუთრებულ ესთეტიკას სძენს.

nila-tavadze

nila-tavadze

  • "გამორჩეული სახელითა და გარეგნობით" - ვინ არის ნიცა თავაძის და, რომელიც ყოველთვის მის გვერდითაა 

ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ოჯახი

ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ოჯახი ჰყავს - დედა მაკა ლუკავაა. ბევრმა არ იცის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელიაც ფეხბურთელი იყო. ხვიჩას მამა აზერბაიჯანში დაიბადა და ამ ქვეყნის ნაკრებში 3 შეხვედრაც ჩაატარა. ხვიჩას ორი ძმა ჰყავს - უფროსი, ნიკა კვარაცხელია წარსულში თავადაც სპორტსმენი იყო, უმცროსი, თორნიკე კი ასევე ფეხბურთითაა დაინტერესებული და, როგორც მედია წერს, არანაკლებ ნიჭიერია. 

რაც შეეხება ხვიჩას მეუღლეს, ნიცა თავაძეს, მას მედიასთან გამოჩენა არ უყვარს და არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მისი დედა მარიამ კაციტაძეა, რომელიც, ასევე იშვიათად ჩნდება კამერების წინ. ნიცას ჰყავს უმშვენიერესი და, ნილა, რომელმაც პირველი გამოჩენისთანავე მიიქცია ყურადღება გამორჩეული გარეგნობით.