ნანუკა გუდავაძე ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ივანიშვილების რძლის ყოველი გამოჩენა საჯარო სივრცეში, ღონისძიებებსა თუ სოციალურ ქსელებში მოდის მოყვარულთა მუდმივ აღფრთოვანებას იწვევს.
ნანუკა გუდავაძის კაბების კოლექცია
- Catherine Walker-ის კაბა-პალტო "Bliss"
ბრიტანული მაღალი მოდის სახლი Catherine Walker & Co 1977 წელს ლონდონში, ჩელსის უბანში, დიზაინერმა კატრინ უოკერმა და მისმა მეუღლემ, საიდ სირუსმა დააფუძნეს.
ბრენდმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა უელსის პრინცესა დიანასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
Catherine Walker & Co მაღალი მოდის (Haute Couture) პრინციპით მუშაობს და თავის ოფიციალურ პლატფორმებზე სამოსის ფიქსირებულ ფასებს ღიად არ ასახელებს. თითოეული მოდელი იქმნება ინდივიდუალურად, კლიენტის ზომებისა და სურვილების გათვალისწინებით.
ბრენდის ანალოგიური კაბა-პალტოების (Coatdresses) საწყისი ღირებულება ინდივიდუალური შეკვეთისას, როგორც წესი, £2,500 – £4,500+ ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით $3,200 – $5,800+ აშშ დოლარს) შეადგენს.

ნანუკა მეუღლესთან ერთად მსოფლიო ვარსკვლავის, კანიე უესტის კონცერტს ესწრებოდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა და ფოტოებმა მალევე მიიპყრო თაყვანისმცემლების ყურადღება.
ნანუკა გუდავაძემ მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტისთვის არჩევანი Alaïa-ს შავ გრძელ კაბაზე შეაჩერა, რასაც არაორდინალური, თუმცა კონცერტის თემატიკისთვის დამახასიათებელი ვარცხნილობა შეუხამა.
ნანუკა გუდავაძის კაბის ღირებულება, რომელიც ლეგენდარულ პარიზულ ლუქს კლასის მოდის სახლს ეკუთვნის, $3,699-ს შეადგენს. Alaïa 1964 წელს ტუნისელმა კუტურიემ, აზედინ ალაიამ დაარსა. ბრენდი, რომელიც სამართლიანად მიიჩნევა ქალის სხეულის ფორმების დიდოსტატად, ცნობილია თავისი სკულპტურული სილუეტებით, ტანზე გამოყვანილი ქსოვილებითა და ლაზერული ჭრილებით დამუშავებული ტყავის სამოსით.

2025 წლის 4 ოქტომბერს არჩევნებზე ოჯახთან ერთად მივიდა. მან ამ დღისთვის VALENTINO-ს კლასიკური ორეული, პიჯაკი და კაბა შეარჩია, რომელიც იტალიურ ბრენდის, Loro Piana-ს პატარა ზომის ჩანთას შეუხამა.
ნანუკას პიჯაკის ფასი 3 200 ევროა, ხოლო კაბის - 4 200.

ნანუკამ გასული წლის ზაფხულს სანაპიროზე Zimmermann-ის $1 600-იანი კაბა მოირგო.

ერთი-ერთი ოჯახური ფოტოსესიის დროს ნანუკამ Misci-ს უმშვენიერესი აბრეშუმის კაბა მოირგო, რომლის ღირებულება 4 780 დოლარია. როგორც ჩანს, ბრაზილიაში ცხოვრების დროს ნანუკა ბრაზილიურ მოდის სახლებსაც აქტიურად სტუმრობდა - Misci სწორედ ბრაზილიური ბრენდია, რომელიც პროდუქციის წარმოებისთვის, უმეტესად, ადგილობრივ ნედლეულს იყენებს.
