"განსაკუთრებული მადლობა ერთ ადამიანს, ვინც ყველაფერი დამავიწყა" - ლიკა შენგელია კითხვებს პასუხობს - Marao

"განსაკუთრებული მადლობა ერთ ადამიანს, ვინც ყველაფერი დამავიწყა" - ლიკა შენგელია კითხვებს პასუხობს

2026-08-05 16:51:55+04:00

ლიკა შენგელიას სახელსა და გვარს გასულ წელს ხშირად მოისმენდით - - მას და ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს შორის არსებულმა დავამ სერიოზული სახე მიიღო: ფეისბუკზე გამოქვეყნებული წერილებისა თუ ვიდეოების მეშვეობით, მათ ამ კონფლიქტის დეტალებზე საჯაროდ ისაუბრეს. ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილს, მეუღლეზე ეჭვიანობის საფუძველზე, ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი. სალომე გოგიაშვილმა ამ განცხადებას ცრუ ბრალდება უწოდა და ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა. რა ეტაპზეა გამოძიება, ამის შესახებ მხარეებს არ უსაუბრიათ. 

კონფლიქტის პარალელურად, ლიკა შენგელია და სალომე გოგიაშვილი აგრძელებენ სოციალურ ქსელში აქტიურობასა და საკუთარი ყოველდღიურობის გაზიარებას. ამჯერად კი შენგელია კვლავ წარსულის შესახებ წერს და გამომწერების კითხვებს პასუხობს: 

-         ბოლო დროს რაც გადაგხდათ, რას ეტყოდით საკუთარ თავს და მტრებს?

-         რა კარგი კითხვაა. ჩემს თავს ძალიან ბევრი რამე ვუთხარი, რომ შემენარჩუნებინა ჯანსაღი ფსიქიკა და არ გავბოროტებულიყავი. ძალიან ვამაყობ, რომ ყველანაირი დამამშვიდებლის გარეშე გავუსწორე სახე განსაცდელს და ვერაფერმა შემაშინა და შემაჩერა. ყველას, ვინც ახლა მძიმე წუთებს გადის, გეტყვით, რომ არ დაკარგოთ უფლის რწმენა, საკუთარი თავის რწმენა. გახსოვდეთ, რომ სხვისი აზრი მხოლოდ მათ წარმოადგენს და რომ მთავარი თქვენ ხართ - თქვენი სუფთა გული და სიმართლე. ადამიანებმა უფალიც გააკრეს ჯვარს, ეგ გახსოვდეთ სულ. უფალს მადლობა ყველაფრისთვის და უამრავ კეთილ ადამიანს. განსაკუთრებული მადლობა ერთ ადამიანს, ვინც ყველაფერი დამავიწყა და ბედნიერების განცდა დამიბრუნა.

lika-shengelia

ვინ არის ლიკა შენგელია?

ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. მას წარსულში წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა და მეგობრობდა ისეთ ცნობილ სახეებთან, როგორებიც არიან: თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია, ლალი ტოტიკაშვილი, თიკა ფაცაცია, სალომე ღვინიაშვილი, რუსა ჩაჩუა და სხვ. აღსანიშნავია, რომ თაკო ჩხე­ი­ძე, ლიკა კვა­რა­ცხე­ლია და ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ვატო ნაცვლიშვილი ქეთი ჟღენტის ნათლიები არიან. 

"დედა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი იყო, მაგ­რამ იმ დროს უცხო­ეთ­ში წას­ვლა არ გახ­ლდათ ად­ვი­ლი. "ფორ­დის" სა­ა­გენ­ტო­და­ნაც ჰქონ­და მოწ­ვე­ვა, მაგ­რამ ვი­ზე­ბის გამო ვერ წა­ვი­და. მერე გა­თხოვ­და, ჩვენ გავჩნდით და მო­დე­ლო­ბას თავი და­ა­ნე­ბა", - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ლიკა შენგელიას ქალიშვილი, ქეთი ჟღენტი. 

ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ლიკა შენგელიას ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭუნა – მეორე ქორწინებიდან.

ქეთი ასევე მრავალშვილიანი დედაა - ის მეუღლესთან, ბიზნესმენ თოშა ქებურიასთან ერთად სამ შვილს, ბუბას, კატერინასა და ლიანას ზრდის. დაოჯახებულია ლიკა შენგელიას უფროსი ვაჟი, ბუბუც. ბუბუმ რჩეულზე, თაკო აბრამიძეზე ცოტა ხნის წინ იქორწინა და მათ ერთი გოგონა, ლივია ჰყავთ. 

ლიკა შენგელიას უმცროსი შვილები არასრულწლოვანები არიან. 

ლიანა შენგელიას პირველი მეუღლე, არჩილ ჟღენტი, კალათბურთელი იყო. ის 1975 წელს თბილისში დაიბადა. თამაშობდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვან გუნდში. 1996-97 წლებში რუსეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდ მოსკოვის “სპარტაკში” გამოდიოდა. რამდენიმე წელი თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც.

აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. არის მწვრთნელთა 4 საერთაშორისო სემინარის მონაწილე. იყო “დინამოს” მთავარ მწვრთნელ ზაზა ცაგარეიშვილის თანაშემწე. “დინამოდან” წასვლის შემდეგ კარიერა “შსს აკადემიაში” გააგრძელა. იყო ამ გუნდის როგორც მთავარი მწვრთნელი, ასევე თანაშემწე.

წყვილს თანაცხოვრებაში ორი შვილი, ქეთი და ბუბუ ჟღენტები შეეძინა. 

ლიკა შენ­გე­ლი­ას მე­ო­რე მე­უღ­ლე შპს კავ­კა­სუს კონ­სტრაქ­შენ გრუ­პის დი­რექ­ტო­რი ბი­ძი­ნა ჯიხ­ვა­ძე იყო. წყვილს ქორწინებაში სამი ვაჟი შეეძინა, თუმცა მათი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც ლიკა შენგელია წერს, უკვე ოთხი წელია, რაც სამ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის.