ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული მსახიობი, კირა ანდრონიკაშვილი, საზოგადოებისთვის ცნობილია არა მხოლოდ თავისი უნაკლო ოსტატობითა და გამორჩეული არტისტული შარმით, არამედ გამორჩეული დახვეწილობითა და არისტოკრატული სტილით. მისი თითოეული როლი თუ საჯარო გამოჩენა ყოველთვის იპყრობს მაყურებლის ყურადღებას.
გარდა შემოქმედებითი საქმიანობისა, მსახიობი ხშირად უზიარებს საზოგადოებას თავის მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, სუფრის კულტურასა და დიასახლისობის იმ ტრადიციულ საიდუმლოებებს, რომლებიც წლების განმავლობაში დააგროვა.

კირა ანდრონიკაშვილის ინტერვიუ
როგორი იყო კირა ანდრონიკაშვილის ოჯახში სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია და რა როლი ჰქონდა თავად, ამის შესახებ მსახიობმა ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა:
„სტუმრის გამასპინძლება, მხოლოდ სადილების მირთმევა და თეფშების გამოცვლა არ არის. თითოეულ მათგანს უნდა მოეფერო და მოესიყვარულო, სახლში საჭმელი ყველას აქვს, სტუმრად საჭმელად არავინ დადის. აქ ურთიერთობაა მთავარი, ვინც არ მიყვარს, სახლში არავის ვეპატიჟები, ამიტომ ვინც მოდის, ყველას სიყვარულით ვხვდები…
80-კაციანი სუფრა მარტოს გამიწყვია, მერე ამილაგებია და იატაკზე „მასტიკაც“ მომისვამს. მაშინ ჭურჭლის ამდენი სარეცხი საშუალება არ იყო, ამიტომ მდოგვის ფხვნილში ვრეცხავდი. ეს მოსკოვში, ერთი რესტორნის მომსახურე პერსონალმა მასწავლა. ჭურჭელი იმდენად ბრწყინავდა, რომ ვკითხე,რითი რეცხავთ-მეთქი. მითხრეს, მოსკოვის ყველა პრესტიჟული რესტორანი ჭურჭელს მდოგვის ფხვნილში რეცხავს, ანტიბაქტერიული საშუალებაცაა და ხელებს არ აფუჭებს.“

წაიკითხეთ სრულად აქ