"ლუკას სახით, საოცარი საჩუქარი მოგვევლინა ჩვენს ოჯახს" - ნინი გველესიანი დედობაზე, ოჯახსა და სიყვარულზე - Marao

"ლუკას სახით, საოცარი საჩუქარი მოგვევლინა ჩვენს ოჯახს" - ნინი გველესიანი დედობაზე, ოჯახსა და სიყვარულზე

2026-08-06 16:17:11+04:00

მომღერალი ნინი გველესიანი ახლახან პირველი შვილის დედა გახდა. მიუხედავად გამოუცდელობისა, ახალ ამპლუას თავს არაჩვეულებრივად ართმევს. ამ საოცარი ეტაპის შესახებ დეტალებს კი თავად მოგვიყვება.

gvelesiani

  ნინი გველესიანის ინტერვიუ

ლუკას სახით, საოცარი საჩუქარი მოგვევლინა ჩვენს ოჯახს. ჩემი მეგობრები შვილის დაბადების შემდეგ რომ ამბობდნენ, არ ვიცი, აქამდე როგორ ვცხოვრობდიო, ახლა ვხვდები, ეს რასაც ნიშნავს. რაც ჩემი შვილი დაიბადა, მას შემდეგ ცხოვრება სულ სხვანაირია და თითქოს, დამავიწყდა, რა იყო მანამდე. რა თქმა უნდა, ეს აქამდეც ვიცოდი, მაგრამ ახლა, როცა საკუთარ თავზე გამოვცადე, კიდევ უფრო კარგად გავიგე, რამდენად საოცარი გრძნობაა დედობა. ყველა ქალს ვუსურვებ, ეს თავად გამოცადოს. შვილის ყოლა ნამდვილი სასწაულია.

რაც შეეხება ლუკას, წყნარი ბიჭია, თავის პატარ-პატარა პრობლემებით, რაც პატარებს, სამი თვის ასაკამდე, სტანდარტულად ახასიათებთ. სხვა მხრივ, მშვიდი ბავშვია.

– როგორ შეიცვალა შენი ყოველდღიურობა?

– ტიპურ დედების კლუბში გავწევრიანდი, დღე იწყება ლუკათი და მთავრდება ლუკათი. ღამის თენებებიც არ დაგვავიწყდეს ლუკასთან ერთად (იცინის). სანამ სამსახურში გავალ, ასე გაგრძელდება. ჯერ სამჯერ გავედი გარეთ. მინდა, ნელ-ნელა შევაჩვიო, რომ მერე არ გაუჭირდეს. თან, არ მინდა, სულ სახლში ყოფნამ ჩემს ხასიათზეც უარყოფითად იმოქმედოს და მერე ეს ბავშვზეც აისახოს.

– გამოუცდელობის გამო არ გაგიჭირდა?

– პირველი სამი დღე, სანამ მივხვდებოდი, ბავშვს როდის რა სჭირდებოდა, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ კარგად გავიცანით ერთმანეთი და აღარ მიჭირს. ისე გამოდის, რომ ერთმანეთს ვზრდით და ვასწავლით ყველაფერს. ჩემი მეუღლეც მაქსიმალურად არის ჩართული ამ პროცესში. ჩემზე უკეთ უვლის ჩვენს შვილს. აბსოლუტურად ყველაფერს უკეთებს, ერთადერთი ვერ აჭმევს, რადგან ბუნებრივ კვებაზე მყავს.

– პირველად რომ მის გარეშე გახვედი სახლიდან, გაგიჭირდა დატოვება?

– პირველად ძალიან გამიჭირდა. ახლაც, მაქსიმუმ, ორი საათი თუ გავალ საქმეზე, თორემ ისე, სულ ვცდილობ, სახლში ვიყო. ის ფაქტი, რომ ხანდახან ცოტა ხნით ვტოვებ, პირიქით, მომწონს, რადგან არ მინდა, მერე მიჯაჭვულობის განცდა ჰქონდეს. თან, როდესაც სამსახურში მომიწევს დაბრუნება, არ მინდა, პრობლემა შეგვექმნას და ვფიქრობ, აჯობებს, ნელ-ნელა შევაჩვიო.

წაიკითხეთ სრულად