"ვიცოდი, ჩემი ცხოვრება ამ ადამიანთან ბედის დაკავშირებით რადიკალურად შეიცვლებოდა" - ნინო ჟვანია დატო ევგენიძესთან ქორწინებასა და ოჯახზე - Marao

"ვიცოდი, ჩემი ცხოვრება ამ ადამიანთან ბედის დაკავშირებით რადიკალურად შეიცვლებოდა" - ნინო ჟვანია დატო ევგენიძესთან ქორწინებასა და ოჯახზე

2026-08-06 16:30:33+04:00

ამბობენ, როცა სამყაროში ენერგეტიკულად ერთნაირი ორი ადამიანი პოულობს ერთმანეთს და იწყებენ თანაცხოვრებას, ასეთ ოჯახებში ყოველთვის ურთიერთგაგება, სიმშვიდე და იდილია სუფევსო. ნინო ჟვანიამ და დათო ევგენიძემ ერთმანეთს ბედი 21 წლის წინ დაუკავშირეს, მას შემდეგ, ბევრი წინაღობა გადალახეს, პრობლემები დაძლიეს და მიუხედავად რთული მომენტებისა, ერთმანეთთან კავშირი არ დაარღვიეს.

evgenidze

  ნინო ჟვანიას ინტერვიუ

- ბედნიერი ქალი ნამდვილად ვარ, მყავს ორი შვილი – ბიჭები, მყავს მეუღლე, დედა, მამა, საყვარელი ადამიანები გვერდით. ასე რომ, თუ მკითხავთ, ვარ თუ არა ბედნიერი ქალი, დაუფიქრებლად გეტყვით, რომ ნამდვილად ბედნიერი ვარ. ყველაზე მეტად ცხოვრებაში ოჯახში გამიმართლა, არაჩვეულებრივი დედ-მამა მყავს და არაჩვეულებრივი ბავშვობა მაჩუქეს. მთელი ჩემი ბავშვობა სავსე იყო ბედნიერებით. ფერადი ბავშვობა მქონდა, რომელიც რადიკალურად უცებ შეიცვალა ომით. მე სოხუმიდან ვარ, იქ დავამთავრე სკოლა. თბილისში, უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე, ზაფხულში დავბრუნდი და დაიწყო ომი.

– რთული იყო სოხუმიდან უცხო გარემოში, დედაქალაქში ჩამოსვლა და ადაპტაცია?

– სხვათა შორის, ძალიან მიყვარდა თბილისი, სოხუმში მხოლოდ ბებია-ბაბუა ცხოვრობდა, დანარჩენი ყველა ჩემი უსაყვარლესი ადამიანი აქ, თბილისში ცხოვრობდა. ამიტომ, ნამდვილად არ გამჭირვებია ჩემს საყვარელ ქალაქში სწავლის გაგრძელება. ჩემი ბავშვობის მეგობრები, ფაქტობრივად, დავკარგე, რადგან აფხაზეთის ომის შემდეგ მთელს დედამიწას მოედნენ. თუმცა, ბედისწერითაც გამიმართლა, რომ თბილისში კარგი ადამიანები გავიცანი, კარგ წრეში მოვხვდი. გამართლებები ცხოვრებაში ბევრჯერ მქონდა, გული მწყდება, რომ უფრო მეტი რესურსი არ ჩავდე და სხვა გზით არ გავუშვი ეს ჩემი გამართლებები. თუმცა, ახლა ამაზე ფიქრიც დაგვიანებულია.

– არ ნანობ, რომ სამსახურს დაანებე თავი?

– დათო ევგენიძეს გავყევი ცოლად, ჩვეულებრივ ადამიანს ხომ არა? ვიცოდი, ჩემი ცხოვრება ამ ადამიანთან ბედის დაკავშირებით რადიკალურად შეიცვლებოდა, მზად ვიყავი. დროც მქონდა გამეაზრებინა, ეს ნაბიჯი რომ გადამედგა.

– შეიცვალა შენი ცხოვრება ამ ადამიანის გვერდით?

– დათოს გვერდით ნამდვილად შეიცვალა, 30 წლის ასაკიდან სულ სხვანაირად დავიწყე ცხოვრება. სხვათა შორის, დათო 17 წლის ასაკში გავიცანი. მე არ მახსოვს ის მომენტები კარგად, მაგრამ დათოს ახსოვს. საზოგადოებრივ არხზე ვმუშაობდი, დათო მოსული იყო თავისი მანქანით და მაშინ ვნახე. მერე, ივენთებზე, სხვადასხვა ადგილებში ვხედავდით ერთმანეთს.

წაიკითხეთ სრულად