უპრეცედენტო და ისტორიული მოვლენა - ნაომი კემპბელი საქართველოს ეწვევა - Marao

უპრეცედენტო და ისტორიული მოვლენა - ნაომი კემპბელი საქართველოს ეწვევა

2026-08-06 17:00:56+04:00

ნაომი კემპბელი საქართველოში

საქართველოს კულტურულ და გასართობ ცხოვრებაში სრულიად უპრეცედენტო და ისტორიული მოვლენა ელოდება. Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სუპერმოდელი, ნაომი კემპბელი (Naomi Campbell) ეწვევა.

ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართება , სადაც ბრიტანელი ვარსკვლავი ქართველი მაყურებლის წინაშე სრულიად განსხვავებული და მოულოდნელი ამპლუით - ექსკლუზიური DJ სეტითა და შოუთი წარდგება.

ნაომი კემპბელი ათწლეულებია გლობალური მოდის სტანდარტებსა და ტენდენციებს განსაზღვრავს. ის არის ფიგურა, რომელიც პოდიუმის საზღვრებს გასცდა და თანამედროვე პოპ-კულტურის სიმბოლოდ იქცა. ბოლო წლებში კემპბელმა აქტიურად განავითარა კარიერა ელექტრონული მუსიკის მიმართულებითაც და მას ხშირად ვხედავთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალებსა თუ პრესტიჟულ ღონისძიებებზე.

Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის, როგორც საერთაშორისო კულტურული, მუსიკალური და გასართობი ცენტრის მზარდ სტატუსს. მსოფლიო დონის სუპერმოდელის ვიზიტი ქართველ მაყურებელს უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა მსურველებს Biletebi.ge-ს პლატფორმაზე შეუძლიათ.

R