მომღერალი გიორგი ჭოხონელიძე 29 წლის გახდა — მეუღლის გამორჩეული მილოცვა სოციალურ ქსელში - Marao

მომღერალი გიორგი ჭოხონელიძე 29 წლის გახდა — მეუღლის გამორჩეული მილოცვა სოციალურ ქსელში

2026-08-07 13:39:47+04:00

მომღერალი გიორგი ჭოხონელიძე იუბილარია, მას 29 წელი შეუსრულდა. სოციალურ ქსელში მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისა თუ გულშემატკივრებისგან გიორგიმ უამრავი მილოცვა მიიღო, მათ შორის კი გამორჩეული იყო მეუღლის, მშვენიერი ანეტა ნიკურაძის წერილი: "ჩემს ნაწილს, ჩემს ჭოხოს გაუმარჯოს. ჩვენ რომ ვიცით, ისე უნდა იყო, მრავალჟამიერ. მიყვარხარ", - წერს ანეტა ნიკურაძე. 

  • "სულ რომ გავქრე, ისე, უკვალოდ, მაინც ვიტყვი - ღირდა ჩემი დაბადება" - ნატო გელაშვილის დაბადების დღე და გულწრფელი წერილები

chokhonelidze

გიორგი ჭოხონელიძისა და ანტეა ნიკურაძის ოჯახი

გიორგი ჭოხონელიძე, რომელსაც ძმასთან, ლუკასთან ერთად ხშირად "ჭოხოებად" მოიხსენიებენ, ყველასთვის საყვარელი მუსიკოსის, ნატო გელაშვილის შვილია. გიორგი თავადაც ამ სფეროში საქმიანობს და მსმენელს ხშირად ანებივრებს საკუთარი შესრულებით.

  • "ჩვენს ნატო ბებოს კიდევ ერთი სტატუსი მიანიჭა ნინამ" - ნატო გელაშვილი შვილიშვილის ნათლია გახდა

გიორგი ჭოხონელიძისა და ანეტა ნიკურაძის ნიშნობის შესახებ რამდენიმე წლის წინ ბევრს საუბრობდნენ - რომანტიკული კადრები კი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. წყვილმა ულამაზესი ქორწილიც გადაიხადა, მოგვიანებით კი მათ პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ბიძის, ლუკა ჭოხონელიძის სახელი დაარქვეს. სულ ცოტა ხნის წინ გიორგი და ანეტა გოგონას მშობლებიც გახდნენ - მათ ნინა შეეძინათ. 

გიორგიმ ოჯახი გასულ წელს შექმნა, მისი რჩეული უმშვენიერესი ანეტა ნიკურაძეა. წყვილს სულ ცოტა ხნის წინ პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც ბიძის, ლუკას სახელი დაარქვეს.