"წელიწად-ნახევარია ერთად ვართ, მაგრამ ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ" - ვინ არის ევა ბარბაქაძის რჩეული და როგორია მისი სიყვარულის ამბავი - Marao

"წელიწად-ნახევარია ერთად ვართ, მაგრამ ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ" - ვინ არის ევა ბარბაქაძის რჩეული და როგორია მისი სიყვარულის ამბავი

2026-08-07 15:00:38+04:00

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, ხატია ქირიას გადაცემა „მადისაღმძვრელ პოდკასტს“ სტუმრობდა. ინტერვიუს მსვლელობისას ევამ გულახდილად ისაუბრა როგორც დედასთან ურთიერთობაზე, ისე თავის პირად ცხოვრებასა და სიყვარულზე.

ევა ბარბაქაძის ინტერვიუ

ევას თქმით, მასა და შორენას შორის საოცარი მსგავსება და უხილავი ძლიერი კავშირია, თუმცა, რა თქმა უნდა, ხასიათობრივი განსხვავებებიც აქვთ.

"ასეთი კონკრეტული რჩევა არ მახსენდება, მაგრამ დედაჩემის გვერდში დგომა სულ მახსოვს - სულ გვერდით მიდგას, რასაც უნდა ვაკეთებდე და სადაც უნდა ვიყო. ალბათ ყველას გვაქვს დედებისგან ეს მხარდაჭერა, რასაც განსაკუთრებით ვაფასებ.

ორივე ძალიან ჯიუტი ვართ, არც ვიცი, რომელი უფრო ჯიუტი ვართ - მე უფრო ხშირად ვნებდები.

მომზადებას უფრო დიდ დროს დედაჩემი ანდომებს, მე ბევრად სწრაფად ვემზადები. რაც შეეხება ემოციებს, დედაჩემი უფრო ემოციურია. იუმორს რაც შეეხება, თითქმის ერთნაირი იუმორის გრძნობა გვაქვს. სპონტანურობა კი არცერთს არ გვიყვარს, ძალიან ვგავართ ერთმანეთს.

სელფებს დედაჩემი უფრო ხშირად იღებს. დაგვიანებითაც კი ერთნაირად ვაგვიანებთ - სწრაფად ვემზადები, მაგრამ სახლიდან გასვლას შეიძლება თავი მაინც ვერ მოვაბა," - ამბობს ევა.

eva-barbakadze

ევა ბარბაქაძე უკვე რამდენიმე წელია შეყვარებულია და სოციალურ ქსელში რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს. გადაცემაში მან თავისი სიყვარულის ისტორიის დეტალებიც გაამხილა.

"დაახლოებით წელიწად-ნახევარია ერთად ვართ, მაგრამ ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ. დაახლოებით 8-9 წელია, რაც ვიცნობ, ბავშვობიდან მეგობრები ვიყავით. არ მეგონა, მაგრამ თურმე ასეთი ურთიერთობა ძალიან ძვირფასია, როდესაც მეგობრობიდან მსგავს ურთიერთობაში გადადიხარ. ურთიერთობა მყარი ხდება, როდესაც ზრუნვასა და გათვალისწინებას აქვს ადგილი, რასაც ჩემი შეყვარებულისგან ვგრძნობ. არ ვიცი, ეს იმის ბრალია თუ არა, რომ ამდენი ხანია მიცნობს - ძალიან ღრმად მიცნობს, ისე, რომ მეც კი ვერ ვიცნობ ასე ჩემს თავს. ყველაფერი იცის: რა გამიხარდება, სითბო როგორ უნდა გამოხატოს... ეს არის ყველაზე კარგი ურთიერთობაში და სწორედ ეს ამყარებს მას" - თქვა ევამ.

eva-barbaqadze