ჟურ­ნა­ლისტი ანა კა­ლან­და­ძე მძიმე სენს ებრძვის - მას საზოგადოების დახმარება სჭირდება - Marao

ჟურ­ნა­ლისტი ანა კა­ლან­და­ძე მძიმე სენს ებრძვის - მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

2026-08-10 12:10:36+04:00

ცნო­ბილ ჟურ­ნა­ლისტ ანა კა­ლან­და­ძეს, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. მის შე­სა­ხებ ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს მისი კო­ლე­გა და მე­გო­ბა­რი - ციცი ომა­ნი­ძე:

"მე­გობ­რე­ბო, ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რის - ანა კა­ლან­და­ძის მხარდასაჭერად გა­ერ­თი­ა­ნე­ბა უნდა გთხო­ვოთ.მე და ანამ 21 წლის წინ გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ორი­ვე ჟურ­ნა­ლის „რე­ი­ტინ­გი“ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვი­ყა­ვით, ორი­ვე დამ­წყე­ბე­ბი... მას შემ­დეგ ერ­თად მოვ­დი­ვართ მუდ­მი­ვი ჩხუ­ბით, სამ­ყა­რო­ზე სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბი­თა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით, მაგ­რამ მუდ­მი­ვი ერ­თგუ­ლე­ბით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურთიერთობით... აბა, შვი­ლის ნათ­ლი­ად სხვა­ნა­ირ ადა­მი­ანს ხომ არ ავირ­ჩევ­დი?!მე კი არა, ანა ვინც გა­იც­ნო და ერთხელ ნახა, ყვე­ლა­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა, დღემ­დე ისე­თი რესპონდენტები ურე­კა­ვენ და კი­თხუ­ლო­ბენ, 10 წლის წინ ერ­თა­დერ­თხელ მხო­ლოდ ინ­ტერ­ვი­უს გამო რომ შეხ­ვდა.. შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ „სი­ტყვის ჯა­დო­ქა­რია“, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ამ­ბა­ვიც კი ისე შე­უძ­ლია და­წე­როს, რომ თვალ­წინ გა­გი­ცო­ცხლოს ყვე­ლა სუ­რა­თი და მოქ­მე­დე­ბა... ამის დას­ტუ­რი მისი პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო პოს­ტია იმ ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბის პოვ­ნა­სა და აღ­მო­ჩე­ნა­ზე, რომ­ლის გა­მოც ახლა თქვე­ნი შე­წუ­ხე­ბა მი­წევს.

არ მე­გუ­ლე­ბა ქვეყ­ნად ისე­თი გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, ში­ნა­გა­ნი ძა­ლი­სა და მყა­რი ფსი­ქი­კის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც ანაა... ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მას დიდი შე­მარ­თე­ბით და მოთ­მი­ნე­ბით უმკლავ­დე­ბო­და... ახ­ლაც ასეა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მარ­ჯვე­ნა ფილ­ტვის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და, თა­ვის ტვინ­ში გა­სუ­ლი მე­ტას­ტა­ზე­ბით...არ არის ად­ვი­ლი მო­სას­მე­ნი ეს დი­აგ­ნო­ზი, თუმ­ცა, თა­ვად ანა ისე­თი სიმ­შვი­დი­სა და მოთ­მი­ნე­ბის მა­გა­ლი­თია ჩვენ­თვის, რომ სხვაგ­ვა­რად ფიქ­რის უფ­ლე­ბაც კი არ გვაქვს.ჰოდა, ამ ბრძო­ლა­ში, მე­გობ­რე­ბო, თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა გვჭირ­დე­ბა... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­ხე­ლა ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა ონკოპაციენტის მკურ­ნა­ლო­ბას და ამ დაავადების მარ­თვას. ონკოპაციენტების მკურ­ნა­ლო­ბას სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს, თუმ­ცა, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად უამ­რა­ვი, სხვა ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯია (მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, არა გეგმური ანა­ლი­ზე­ბი, და­მა­ტე­ბი­თი და „მოულოდნელი“ პრე­პა­რა­ტე­ბი)“...ჩვენ ერთხელ უკვე გა­ვერ­თი­ან­დით ანას­თვის და წარ­მა­ტე­ბით დავძლი­ეთ პრობ­ლე­მა, თუმ­ცა, ამ­ჯე­რა­დაც უნდა გთხო­ვოთ გვერ­დში დგო­მა - თქვე­ნი და ანას კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის იმე­დი მაქვს...“

 GE91TB7223445064300036

მიმ­ღე­ბი: ანა კა­ლან­და­ძე

დიდი მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის".