თანამედროვე რიტმში კარიერისა და პირადი ცხოვრების შეთავსება ადვილი არ არის, თუმცა ეს ახალგაზრდა ქართველი ქალები ამტკიცებენ, რომ დედობა უდიდესი ბედნიერებაა. ისინი წარმატებით უძღვებიან ოჯახს, აქტიურად არიან ჩართულნი შვილების აღზრდაში და ამავდროულად ინარჩუნებენ თავიანთ ინდივიდუალობასა და აქტიურ ცხოვრების წესს.
გთავაზობთ ცნობილ ქართველ დედებს, რომლებიც სამი და მეტი შვილს ზრდიან.
ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილი უკვე 3 შვილის მშობელია. წყვილს პირველი შვილი, გიორგი მაქაცარია 2023 წელს შეეძინა. მეორე შვილის, ნინას მშობლები კი 2025 წლის იანვარში გახდნენ. ახლა კი მათ ოჯახს კიდევ ერთი გოგონა, ქეთო შეემატა.
"ქორწინების 4 წელი და ახლა უკვე ხუთნი ვართ. ეს საუკეთესო თავგადასავალი და უდიდესი ბედნიერებაა, უსასრულოდ მიყვარხართ!" - წერდა ლიზა ჩიჩუაა სოციალურ ქსელში და ოჯახურ კადრებს აქვეყნებდა.

თათია ქართველი პიანისტი და ტელეწამყვანია, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ვაჟზე ქორწინების შემდეგ გაიცნო. თათია შარანგიასა და ლაშა შევარდნაძეს ქორწინებაში ორი შვილი, ედუარდი და ალექსანდრე შეეძინათ, თუმცა მათი ქორწინება დასრულდა.
თათიას მეორე ქმარი ბიზნესმენი სანდრო შელია იყო. წყვილ ქორწინებაში კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა. თათია შარანგია აქტიურადაა ჩართული შვილების ცხოვრებაში და ამის პარალელურად, ახერხებს, ჰქონდეს მრავალმხრივი პროფესიული ცხოვრება.

ბექა ღვინიაშვილი და ნინო გველესიანი უკვე მრავალშვილიანი მშობლები არიან და ამ მისიას წარმატებით უძღვებიან - მშობლები აქტიურად არიან ჩართული არიან ბავშვების აღზრდაში.
ისინი რამდენიმეწლიანი სიყვარულის შემდეგ, 2019 წელს დაქორწინდნენ. ამავე წელს მათ პირველი შვილი, მაშო შეეძინათ. 2022 წელს ბექა და ნინო ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც გიორგი დაარქვეს. 2024 წელს მათ ოჯახს კიდევ ერთი პატარა, ამჯერად გოგო შეემატა. ოჯახის ახალ წევრს მელანია დაარქვეს. გასულ ზაფხულს კი ბექა და ნინო მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ - მათ მატილდა ჰყავთ.

ჯანეტ ქერდიყოშვილი ცოტა ხნის წინ მესამე შვილის დედა გახდა. "მის საქართველოს" სამი გოგონა ჰყავს - ანნა, ლილი და ემმი. ანნა დედასთან ერთად კამერების წინ ხშირად ჩნდება, ხშირად იღებს მონაწილეობას კომერციულ გადაღებებშიც, ლილი კი უფრო მორიდებულია და კამერებს არ სწყალობს. დედობის პარალელურად, ჯანეტი აქტიურად აგრძელებს საქმიანობას და, მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო სფეროს ჩამოშორდა, წარმატებით ირგებს ინფლუენსერის ამპლუას.

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი 2022 წლის დასაწყისში გახდა პატარა გოგონას - ალექსანდრას დედა. ორი ვაჟის შემდეგ ნუკას ქალიშვილი შეეძინა.
"ზოგადად, ბავშვების ყოლა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, რაც ძალიან დიდ ენერგიას, გამძლეობასა და მუშაობას მოითხოვს. ძალიან რთულია, მაგრამ რთული და ძალიან სასიამოვნოდ რთული განსხვავდება. მე მარტო არ ვარ, მე და ჩემი მეუღლე რაც საჭიროა, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის. ვასწავლით, რომ ჰაერიდან არაფერი მოდის და ყველაფერს დამსახურება და შრომა სჭირდება, ანუ იმის თქმა მინდა, რომ განებივრებასაც თავისი ოქროს შუალედი აქვს."- ამბობდა ნუკა კვალიაშვილი.
ახალგაზრდა მოდელი, 28 წლის ქეთი ჟღენტი სამი შვილის დედაა. მისი მეუღლე ბიზნესმენი თოშა ქებურიაა. ქეთი აქტიური დედაა, ჩართულია შვილების ყოველდღიურ აქტივობებში და ახერხებს, იყოს წარმატებული საკუთარ საქმიანობაში - ქეთის ხშირად იხილავთ სხვადასხვა ბრენდის გადაღებებსა თუ კამპანიებში.

ქეთევან ხატიაშვილი საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“. ქეთი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიაზე. მათ ერთი ქალიშვილი, ანასტასია ვადაჭკორია ჰყავთ, ის დედის გზას აგრძელებს.
2018 წელს ცნობილი გახდა, რომ ქეთი ხატიაშვილი მორაგბე დავით კაჭარავას ხვდებოდა. ქეთი და დავითი ორი საერთო შვილის, ილიასა და მარიას მშობლები არიან.

ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ოჯახია. წყვილი 4 ვაჟის მშობელია - მათ ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავთ.

მსახიობი ქეთი წიქვაძე ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სახეა. მან საზოგადოებას თავი პოპულარულ ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ შესრულებული როლითაც შეაყვარა.
ცნობილი მსახიობი სამი შვილის დედაა - მას პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი, მეორე ქორწინებიდან კი ერთი ვაჟი ჰყავს.

ია დუდაშვილსა და ირაკლი ნოზაძეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. ზრდიან სამ უსაყვარლეს შვილს, ნია, დანიელ და სიდონია ნოზაძეებს და მათი ოჯახური კადრები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ია შესანიშნავი დედაა, აქტიურადაა ჩართული ბავშვების აღზრდაში და მისი მიდგომა შვილებისადმი ბევრი დედისთვის სამაგალითოა.