„ყველაფერი თავზე მენგრეოდა, მაგრამ ჯიუტად ვაგრძელებდი სვლას“ - რას იხსენებს მარიამ შარმანაშვილი? - Marao

„ყველაფერი თავზე მენგრეოდა, მაგრამ ჯიუტად ვაგრძელებდი სვლას“ - რას იხსენებს მარიამ შარმანაშვილი?

2026-08-11 10:12:29+04:00

მარიამ შარმანაშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ის ლეგენდარული სოფი ლორენის ოჯახის წევრი და ქართველი რძალი გახდა. მარიამი სოციალურ ქსელებში ყოველთვის გამოირჩევა გულწრფელობითა და დადებითი ენერგიით, ამჯერად კი გამომწერებს თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი და ემოციური ისტორია გაუზიარა.

"ხშირად ვაყენებ ხოლმე ამ სურათს სოციალურ ქსელში ავატარად და მიხვდებოდით, რომ ძალიან მიყვარს. დღეს კი ვეცდები, ზუსტად ავხსნა, თუ რა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს ეს სურათი ჩემთვის და რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი...

ჩემთვის ეს ნახატი, პირველ რიგში, არის გამარჯვების და გადარჩენის სიმბოლო. ამ სურათს ვუყურებ და მახსენდება ჩემი თავი 2020 წლის პანდემიის პერიოდში, როცა ჩემი პირველი ტრანსპორტი - ველოსიპედი ვიყიდე...

ყოველდღე, სამსახურისკენ მიმავალი, როცა ვატრიალებდი ველოსიპედის პედლებს, ვგრძნობდი, როგორ ვმოძრაობდი რაღაც მნიშვნელოვანი მიზნისკენ, ცვლილებებისკენ, საკუთარი ოცნებებისკენ...

ჩემი რწმენები, რაც მანამდე გამაჩნდა, წარმოდგენები სიყვარულზე და ზოგადად ცხოვრებაზე - ყველაფერი ერთად თავზე მენგრეოდა, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაგრძელებდი წინ მოძრაობას...

ყველაფრის მიუხედავად, როცა შენს სინათლეს და სიფერადეს შეინარჩუნებ, ჩემი აზრით, ესაა ადამიანის ყველაზე დიდი გამარჯვება... რადგან ამ სინათლეს სხვა ადამიანებისთვისაც მოაქვს სიკეთე და იმედი... ჰოდა, ეს სურათიც ამიტომ მიყვარს ასე ძალიან, რადგან ყოველ ჯერზე მახსენებს ამ გამარჯვებას და უსაზღვრო მადლიერების გრძნობით მავსებს...

პ.ს. ჰოდა, თუ ეს ტექსტი ბოლომდე წაიკითხე, ალბათ გჭირდებოდა კიდეც ამის მოსმენა. ამიტომ გეტყვი, რომ გჯეროდეს შენი გზის, შენი გამარჯვების... შენი სინათლის" - წერს მარიამი.

mariam-sharmanashvili

მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი უმცროსი

ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა. 

აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის 2 წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.

კარლო პონტი საქართველოს პირველად ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.

„კარლოს ძალიან უყვარს ქართველი ხალხი და ქართული კულტურა, საქართველოზეა შეყვარებული. შარშან საქართველოში შეხვდა ახალ წელს. წელს ვერ მოხერხდა ახალი წლის ერთად შეხვედრა. ევროპაში ყოფნის ლიმიტს გადავაჭარბე ორი დღით, შეზღუდვა მქონდა ექვსი თვე, რომლის ვადაც თებერვალში გადის. ჯერ წასვლა-წამოსვლები გვექნება. არის გარკვეული გარემოებები, რის გამოც ვერც მე მივდივარ და ვერც ის ჩამოდის. ახლა ჰქონდა კონცერტი ამერიკაში თავის შვილთან ერთად, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთი ამბები ძალიან მახარებს ხოლმე, რადგან მათი წარმატება ჩემთვის სასიხარულოა.

 MARIAM-SHARMANASHVILI

ძალიან მიხარია, რომ მერგო პატივი და სოფი ლორენს, რომელიც ლეგენდაა, ვიცნობ. შარშან ჟენევაში ორი თვით მომიწია ყოფნა და საკმაოდ დავახლოვდით, მასთან სტუმრობა ხშირად გვიწევდა. ბევრი საინტერესო ამბავი მოგვიყვა.ჩვენ ზოგადად გვაქვს წარმოდგენა, რომ დიდი ლეგენდები დისტანციით გამოირჩევიან, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. მისგან დისტანცია არ მიგრძნია. ჩემს შვილს თავისი პრიზები დაათვალიერებინა. დემეტრეს "ოსკარი" დააჭერინა ხელში. ფილმში მეგონა თავი. ასეთი განცდა ხშირად მქონია. იმდენად დაუჯერებელია ჩემთვის ეს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდება“, – ამბობდა მარიამი.

2025 წლის 26 ივლისს მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტი უმცროსის ქართული ქორწილი გაიმართა. 

წყვილმა ქორწილი ქართული ტრადიციების დაცვით ჩაატარა. ჯვრისწერა სამთავროს მონასტერში გაიმართა, სადაც იტალიელმა სიძემ ჩოხა მოირგო, ხოლო მარიამი ქართული ტრადიციული ნაციონალური სამოსით იყო წარმოდგენილი. და რა თქმა უნდა, წყვილმა ქართული ცეკვა, დაისიც შეასრულა. 

ვაჟის ქორწილს სამწუხაროდ ვერ დაესწრო სოფი ლორენი, თუმცა მან ვიდეო მიმართვა გამოუგზავნა წყვილს, რის შემდეგაც მარიამმა და კარლომ კიდევ ერთი ცეკვა შესთავაზეს სტუმრებს. მარიამმა ცეკვის დროს ლაშა ჯოხაძის შექმნილი ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო.

სოციალურ ქსელში კარლომ მარიამის ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა და ემოციურად მიმართა მეუღლეს:

"დასამახსოვრებელი დღეა - 2025 წლის 26 ივლისი, ჩვენს საყვარელ თბილისში, საქართველოში! ჩემი ემოციები სიმფონიის ნოტებს ჰგავს - ჰარმონიაში მოცეკვავეს და სიხარულით სავსეს, იმ ცხოვრების მოლოდინში, რომელიც წინ გველოდება! მიყვარხარ,მარიამ უსასრულოდ!

გპირდები, პატივს გცემ და მოგეფერები ყოველ დღე - ერთგულებითა და თავდადებით.

მე შენ აგირჩია, მარიამ, იყო ჩემი ცოლი, ჩემი პარტნიორი, ჩემი მეგობარი, ჩემი სიყვარული და ჩემი შუქი." - წერდა კარლო პონტი.