ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა თბილისი მერის, კახა კალაძის ინტერვიუ, რომელიც ბელარუსელმა მოგზაურმა, ვალენტინამ ჩაწერა. ვიდეოში კახა კალაძე საუბრობს ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, ტრადიციებსა და ტრადიციულ სამზარეულოზე.
როგორც აღმოჩნდა, თბილისის მერის საყვარელი ქართული კერძები ხინკალი, ხაჭაპური და ქაბაბია. მათ დაგემოვნებას კი ტურისტებსაც ურჩევს:

ინტერვიუ კახა კალაძესთან
- შანსი, თბილისში შეხვდე მსოფლიოში ყველაზე მოდურ პოლიტიკოსს, კახა კალაძეს, უმნიშვნელოდ მცირეა... მაგრამ არასდროს არ არის ნულის ტოლი!ქართველები სტუმრებს ასეთი სითბოთი და სულიერებით ეპყრობიან. ზოგადად, რას ნიშნავს თქვენთვის ნამდვილი ქართული მასპინძლობა?
- ქართველისთვის სტუმარი ღვთისაა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვიხარია, როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან გვესტუმრებიან ტურისტები. ძალიან გვიხარია.
აი, სტატისტიკას თუ შევხედავთ, ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ჩამოდის არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. ძალიან მიხარია, რომ ტურისტებისთვისაც სასიამოვნოა ის დამოკიდებულება, რაც მათ მიმართ არის - ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ყოველთვის შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ჩვენთან. ღვინოც, ქართული სამზარეულოც ძალიან გემრიელია. ასე რომ, ჩამოდით! ყოველთვის მოხარულები ვიქნებით თქვენი ხილვით საქართველოში.
- დიდი მადლობა! რაკი ქართული სამზარეულო ახსენეთ - ჩვენ ის ძალიან გვიყვარს და ყოველთვის მიგვაქვს რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი, მაგრამ ეს არაფერია. ხომ არ არის რაიმე თქვენი საყვარელი კერძი, რომელსაც ურჩევდით ტურისტებს, გარდა იმ ცნობილი კერძებისა, რაც ყველამ იცის?
- აი, ახლა რომ თქვით «ზედმეტი კილოგრამები» - ეს მართლაც პრობლემაა! ქართულ საჭმელს თუ რეგულარულად ჭამ, ბევრი კალორიაა და მერე წონის კონტროლი რთულია. ასე რომ, ვიცი, ეგ პრობლემაა.
მე, მაგალითად, ძალიან მიყვარს ხინკალი. ძალიან მიყვარს, ქაბაბს როგორც ამზადებენ, იმერული და აჭარული ხაჭაპური. ძალიან მიყვარს ჩვენთან რომ ამზადებენ სხვადასხვა წასახემსებლებს, წითელი ღვინო... საერთოდ, ბევრი ღვინის დალევა არ მიყვარს, მაგრამ წითელი ღვინო - ერთი ჭიქა ღვინო - ორგანიზმისთვისაც ძალიან კარგია.
სერგეი და ვალია ბელარუსელი მოგზაურები არიან, რომლებიც უკვე 10 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აქტიურად მოგზაურობენ. თავიანთი გამოცდილებისა და თავგადასავლების შესახებ ისინი ვიდეოებს იღებენ და მაყურებელს მოგზაურობის რეალურ, შელამაზების გარეშე ცხოვრებას უზიარებენ. მათი კონტენტი განსაკუთრებით ფასეულია მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, როგორ დაზოგოს თანხა მოგზაურობისას ან როგორ დაგეგმოს და განახორციელოს პირველი დამოუკიდებელი ტური საკუთარი ძალებით. კახა კალაძესთან ჩაწერილი ინტერვიუს ნახა მათ გვერდზე შეგიძლიათ.