"ყვავილები ჩემი ცხოვრების განუყრელი მეგზურისგან" - ნინო არაზაშვილი მეუღლეზე - Marao

"ყვავილები ჩემი ცხოვრების განუყრელი მეგზურისგან" - ნინო არაზაშვილი მეუღლეზე

2026-08-11 11:54:58+04:00

ცნობილ და საყვარელ ტელეწამყვანსა და პროდიუსერს, ნინო არაზაშვილს, ქართველი ტელემაყურებელი წლებია კარგად იცნობს. ის არაერთი წარმატებული გადაცემის ავტორი და სახეა. პროფესიულ მიღწევებთან ერთად, მისი პირადი ცხოვრებაც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.

ნინო უკვე რამდენიმე წელია დაოჯახებულია. მისი მეუღლე სანდრო ონოპრიშვილია. წყვილმა ცოტა ხნის წინ ქორწინების მორიგი იუბილე აღნიშნა, რაც ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გაუზიარა გამომწერებს.

„შენ რომ მიყვარდე, მოვსულვარ მისთვის...“ ძველი აივანი ზღვის სანაპიროზე სიყვარულის გასაზიარებელი სიურპრიზისთვის იმაზე რომანტიკული აღმოჩნდა ჩემთვის, ვიდრე შენ წარმოიდგენდი ასე შორიდან. სანდრო, სადაც არ უნდა ვიყო, 10 აგვისტოს, ქორწინების წლისთავზე, ყვავილები ჩემი ცხოვრების განუყრელი მეგზურისგან" - წერს ნინო.

nino-arazashvili

ნინო არაზაშვილის კარიერა

ნინომ 1996 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ტელეჟურნალისტიკის მიმართულებით. გავლილი აქვს საქართველოს სომელიეთა ასოციაციასთან არსებული "თბილისის ღვინის სკოლა" ზოგადი კურსი სომელიეთათვის.

1992-1995 წლებში ნინო არაზაშვილი იყო "მე-2 არხის" ჟურნალისტი და ერთ-ერთი გადაცემის თანაავტორიც. 1995-2004 წლებში იგი გახლდათ სატელევიზიო სტუდია "მაესტროს" ავტორი, ასევე რედაქტორი და სარეკლამო აგენტი. 2002-2018 წლებში მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ში", როგორც გადაცემების "დილა მშვიდობისა საქართველოს" და "დილა უქმეებზე" წამყვანი და მთავარი პროდიუსერი, თუმცა კომპანიის დატოვება მოუწია, გარკვეული მიზეზების გამო.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2005-2018 წლებში ნინო არაზაშვილი ასევე აქტიურად იყო ჩართული პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი"იავნანა"-ში და იყო ფონდის მიერ გამართული საქველმოქმედო ღონისძიებების, კონცერტების მთავარი წამყვანი.

2009 წლიდან "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის" დაჯილდოების ცერემონიების წამყვანი. 2012-2013 წლებში საქართველოს უნივერსიტეტში კითხულობდა სალექციო კურსს - "ტელეჟურნალისტიკის საფუძვლები", ხოლო 2013-2014 წლებში "რადიოქალაქი" - საავტორო გადაცემა "ერთი ერთზე ნინო არაზაშვილთან ერთად". 2018-2019 წლებში არტისტთა გაერთიანება "კონცეპტ Art" ვებ-გვერდის რედაქტორი, ხოლო 2019 წლის თებერვლიდან აქტიურად დაუბრუნდა ისევ სატელევიზიო პროგრამებს და გახდა ტელეკომპანია "ტვ პირველის" საავტორო გადაცემის "პირველამდე ნინო არაზაშვილთან ერთად" წამყვანი და მთავარი პროდიუსერი.