კადრები ზურაბ ჟვანიას ქალიშვილის ქორწილიდან: ანჩო ჟვანია დაოჯახდა - Marao

კადრები ზურაბ ჟვანიას ქალიშვილის ქორწილიდან: ანჩო ჟვანია დაოჯახდა

2026-08-13 16:26:38+04:00

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ოჯახში სიახლეა - მისი უმცროსი ქალიშვილი, ანჩო ჟვანია ცოტა ხნის წინ დაინიშნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ დაწერა.

ამჯერად კი კადრებს საქორწინო წვეულებიდან აქვეყნებს: "ღმერთო", - წერს ის ანა ჟვანიასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე. ფოტოს ქვეშ უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილია - ოჯახის ბედნიერებას მათი მეგობრები და ახლობლები იზიარებენ. 

zhvania

ზურაბ ჟვანიასა და ნინო ქადაგიძე-ჟვანიას შვილები

ზურაბ ჟვანიას შვილები საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდებიან, თუმცა ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მუდმივად იპყრობს საზოგადოების ინტერესს.

შვილებისა და ზურას ურთიერთობაზე ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ 2023 წელს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და გაიხსენა, თუ როგორი მამა იყო პოლიტიკოსი:

  • "ძალიან კარგ უნივერსიტეტში მიიღო სტიპენდია, სწავლობს, თან მუშაობს "ამაზონში" - რა არის ცნობილი ზურაბ ჟვანიას ვაჟზე, რომელიც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ფიგურირებს

„მე 38 წლის ვიყავი, ლიზა - 10 წლის, ბუსა 8-ის, ხოლო ანჩო 6 წლის. კვირაში ერთი დღე, კვირას, ზურა აუცილებლად იყო ჩვენთან. დიღმის იქით ერთი სოფელია, იქ გვაქვს სახლი და თითქმის ყოველ შაბათ-კვირას იქ ვიყავით.

უცნაური თვისება ჰქონდა - ყველა დეტალს ამჩნევდა. სახლში რომ შემოვიდოდა, ყველაფრის აზრზე იყო. მომთხოვნი იყო, ბავშვებთანაც მკაცრი. ერთხელ ლონდონში წავედით, ლიზა გვახლდა და აღმოაჩინა, რომ ლიზამ ინგლისური არ იცის. ალბათ, მაშინ ლიზა 8 წლის იქნებოდა, ძალიან იჩხუბა და უთხრა, არ დავინახო, ისე ჩახვიდე ქვეყანაში, რომ ენა არ იცოდე იმ ქვეყნისაო. იმ დროს ლიზა სკოლაში გერმანულს სწავლობდა, გერმანულით დაიწყო“.

  • ნინო ჟვანიას პირველი კომენტარი: "ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ"

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის სხვა შვილებს, უფროსი ვაჟის, ბუსა ჟვანიას სახელი რამდენიმე ხნის წინ გახმაურებულ საქმეს დაუკავშირდა - მას თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. 

nino-zhvania