„ვიცოდი, რომ მისთვის ეს პრობლემა იყო...“ - ეკა ამირეჯიბი პირად ურთიერთობასა და კარიერულ არჩევანზე - Marao

„ვიცოდი, რომ მისთვის ეს პრობლემა იყო...“ - ეკა ამირეჯიბი პირად ურთიერთობასა და კარიერულ არჩევანზე

2026-08-14 10:44:50+04:00

ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი გადაცემა „მეხუთე ელემენტის“ სტუმარი იყო. გადაცემაში მან საკუთარ საქმიანობაზე, კარიერულ გამოწვევებსა და პირად ურთიერთობებზე საჯაროდ და გულწრფელად ისაუბრა.

ტელეწამყვანმა გაიხსენა პერიოდი, როდესაც დატვირთული სამუშაო გრაფიკი და პროფესიული საქმიანობა მის პირად ცხოვრებაზე ახდენდა გავლენას.

"იმ პერიოდში ძალიან ბევრი რამ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. შენს კითხვას რომ ვუპასუხო: კი, ყოფილა, რომ ჩემს საქმიანობას შეუშლია ხელი ჩემი პირადისთვის. არ ყოფილა ეს რაღაცა ისეთი ულტიმატუმები და რაღაცა ისეთი ძალიან მძიმე, მაგრამ ვიცოდი, რომ იყო მისთვის ეს პრობლემა. მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ მისი, რომ მან ეს თვითონ გადალახა, იმიტომ, რომ იცოდა, რომ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

და აი, თვითონ გააკეთა ეს, რომ იცოდა, რომ მე თუ ამაში შევიზღუდებოდი, ეს უფრო ცუდ შედეგს გამოიღებდა და მე ეს მახსოვს, მადლობელი ვარ," - ამბობს ეკა.

eka-amirejibi

  • "ჩემი ცხოვრება 1 პოსტში..." - ეკა ამირეჯიბი მაყურებელმა სულ სხვა ამპლუაში იხილა 

ეკა ამირეჯიბის პირადი ცხოვრება 

"სკოლაში მიყვარდა ერთი ბიჭი, რომელიც ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო. მან სკოლა რომ დაამთავრა, მეშვიდე კლასში ვიყავი და ეს ჩემთვის ტრაგედიად მეჩვენებოდა. საოცრად ემოციური იყო ეს ყველაფერი. ამის შემდეგაც იყო ერთი-ორი, მაგრამ გაგრძელება რატომღაც არ მოჰყოლია. თავიდან რაღაც ტალღაა, რომელიც თუ არ გაღვივდა და თუ ერთი რაღაც არ მოგეწონა – უხეშად რომ ვთქვათ, „გაგიტყდა“, ის ტალღა გადაივლის. მაშინ ჯობია იქვე დაამთავრო ის ურთიერთობა. წამო ყავა დავლიოთ – სულ ამ ეტაპზე ხომ არ დატოვებ?! აღარ გინდა ყავა" - იხსენებდა ეკა ადრეული წლების შესახებ.

ეკა ამირეჯიბი 2014 წელს დაოჯახდა. მისი მეუღლე გიორგი სიბაშვილი გახლდათ. წყვილის ქორწინებამ 2 წელიწადს გასტანა, რომელიც ჟურნალისტისთვის მეორე ქორწინება იყო. მეორე ქმართან დაშორება მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ეკაზე და სტანისლავ ბონდარენკოს რომანზე თბილისში ჭორები დადიოდა. ჭორების ნამდვილობა არავის არ დაუდასტურებია, ამიტომ გახდა თუ არა ეს „რომანი“ ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი, უცნობია.

eka-amirejibi

  • როგორია ეკა ამირეჯიბის ცხოვრება ტელევიზიიდან წასვლის შემდეგ? - მოგზაურობა, საოცარი კადრები და საინტერესო ამბები 

"ძირითადად, მარტო ვცხოვრობ, ამას მიჩვეული ვარ. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ძალიან ჭრელია ცხოვრება და ადამიანებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არ არსებობს წინასწარი გათვლები. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები პასუხი მაქვს რაღაცებზე. ქალს სხვადასხვა ეტაპზე ალბათ სხვადასხვა რაღაც სჭირდება. 10 წლის წინ სხვა რაღაც მჭირდებოდა – უფრო ხმაურიანი და აქტიური ცხოვრება, ახლა სხვანაირი სურვილები მაქვს. მირჩევნია, წავიკითხო, ფილმს ვუყურო, ვიმოგზაურო“, - ამბობდა ის. 

ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვაზე, თუ როგორი ადამიანი არ იქნებოდა ეკა ამირეჯიბის გვერდით, მან ასეთი პასუხი გასცა: „ჩემ გვერდით არასდროს იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ბევრი ტრაბახი უყვარს ან უმრავლესობას ზემოდან უყურებს. ჩემ გვერდით არ იქნება ადამიანი, რომელსაც არ აქვს იუმორის გრძნობა, რადგან ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩემ გვერდით არ იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც მე უნდა შევახსენო, რომ იქ ვარ და ჩემით უნდა დაინტერესდეს. არ მომწონს ინერტული ადამიანები, ადვილად რომ ეგუებიან ყველაფერს და არ შეუძლიათ საყვარელი ადამიანისთვის ბრძოლა, ან მარტივი სიურპრიზისა და დღესასწაულის მოწყობა. ჩემ გვერდით ვერ იქნება ასევე ის, ვისაც არ უყვარს ხელოვნება და მუსიკა“.

ამჯერად ეკა ძალებს სრულიად განსხვავებულ, ახალ პროფესიაში ცდის - ის მაყურებელმა ცოტა ხნის წინ თეატრის სცენაზე იხილა და, როგორც თავად აღნიშნა, ეს მისთვის დაუვიწყარი გამოცდილება იყო.