"დინამო თბილისის აკადემიის 16 წლის ფეხბურთელი @parisfc -ში: 90min Georgia-ს ინფორმაციით, დინამო თბილისის U16-ის ფეხბურთელი, ედუ შევარდნაძე, პარიზული კლუბის ბაზაზე ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდა და მიწვეული სწორედ იმ პერიოდში იყო, როდესაც 18 წლის ანდრია კვირიკაძემ @parisfc -სთან კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა.
ედუ შევარდნაძემ, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილთაშვილია და მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე შემტევად თამაშობს, @parisfc -ს მაისურით ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა - რეიმსისა და ლიდსის U19 გუნდების წინააღმდეგ. შევარდნაძემ, ლიდსის წინააღმდეგ, ორივე ტაიმში ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ შევარდნაძეზე 18 წლამდე ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება, ვინაიდან, იგი საფრანგეთშია დაბადებული და ადგილობრივი ადმინისტრაციული რეგულაციები ხელს არ უშლის", - წერს სოციალურ ქსელში 90min Georgia.

ედუ შევარდნაძე
ედუ შევარდნაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილთაშვილია - ლაშა შევარდნაძემ და თათია შარანგიამ წლების წინ იქორწინეს, მათ ორი შვილი - ედუარდი და ალექსანდრე შეეძინათ.