"ვხვდები, რა დიდი ბედნიერებაა ეს მუსიკალური გაგრძელება" - ნანი ბრეგვაძე შვილიშვილის, ნატალია ქუთათელაძის შესახებ - Marao

"ვხვდები, რა დიდი ბედნიერებაა ეს მუსიკალური გაგრძელება" - ნანი ბრეგვაძე შვილიშვილის, ნატალია ქუთათელაძის შესახებ

2026-08-19 15:15:13+04:00

"ნატალიკოს განსაკუთრებული ხმა და საოცარი შრომისმოყვარეობა აქვს. დღეს, როცა ერთად ვმღერით და ხმებს ვინაწილებთ, ვხვდები, რა დიდი ბედნიერებაა ეს მუსიკალური გაგრძელება", - წერს ნანი ბრეგვაძე შვილიშვილის, მუსიკოსი ნატალია ქუთათელაძის შესახებ და ფოტოებს აქვეყნებს. 

nani-bregvadze

ნატალია ქუთათელაძე - განვლილი გზა

ქართველი მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე 1992 წელს თბილისში დაიბადა. იგი ცნობილი მუსიკალური დინასტიის წარმომადგენელია — ლეგენდარული მომღერლის, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი და ეკა მამალაძის ქალიშვილი.

მუსიკალური განათლება ნატალიამ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მან მაყურებელს თავი დაამახსოვრა მერსედესის (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“) და მარჩელინას (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“) პარტიების შესრულებით.

  • 8-წლიანი სიყვარულის ისტორია, ერთი შვილი და ოჯახური ბედნიერება: ნატალია ქუთათელაძის ახალი კადრები მეუღლესთან ერთად

2015 წელს მომღერალმა პროფესიული განვითარება ნიუ-იორკში განაგრძო. მან სწავლა მსოფლიოში აღიარებულ ჯულიარდის სკოლაში (Juilliard School) პედაგოგ ედით ვინსის კლასში განაგრძო და სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა. ჯულიარდში სწავლის პერიოდში მან რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი მოირგო, მათ შორის: ოტონე (გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის „აგრიპინა“), მინსკელი ქალი (ჯონათან დოუვის „ფრენა“) და ფედრა (ჟან-ფილიპ რამოს „იპოლიტი და არიცია“).

2018–2019 წლებში ნატალია ქუთათელაძე ბავარიის სახელმწიფო ოპერის ახალგაზრდა არტისტთა სტუდიის წევრი გახდა. გერმანიაში მოღვაწეობისას მან შეასრულა ფლორა ბერვუას (ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“) და ფრედერიკის (ამბრუაზ ტომას „მინიონი“) პარტიები.

  • "ვუთხარი - არაუშავს, ოღონდ იყავი, კარგად იყავი და მე ამას ავიტან, დედა..." - ეკა მამალაძე ნანი ბრეგვაძის შესახებ

საერთაშორისო აღიარების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2020 წელი, როდესაც ბარსელონას ლიზეუს თეატრში გამართულ ტენორ ვინიასის სახელობის (Tenor Viñas) პრესტიჟულ კონკურსზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. კონკურსზე მან გაეტანო დონიცეტის ოპერიდან „ფავორიტი“ არია „Fia dunque vero; O mio Fernando“ შეასრულა. 2021 წელს კი ბავარიის სახელმწიფო ოპერაში ჯაკომო პუჩინის ოპერის „და მიქელა“ (Suor Angelica) დადგმაში ნოვიციების მოძღვრის როლით წარდგა მაყურებლის წინაშე.