ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად ოჯახებში სასკოლო სამზადისიც იწყება. ეს პერიოდი განსაკუთრებით ემოციურია მაშინ, როდესაც ბავშვი პირველად მიდის სკოლაში. თუმცა სკოლისთვის მზადება მხოლოდ საჭირო ნივთების შეძენას არ გულისხმობს. ამ პერიოდში მას სკოლისა და სწავლის მიმართ პირველი დამოკიდებულება უყალიბდება.
ამიტომ მნიშვნელოვანია, სასკოლო სამზადისი თავიდანვე სტრესისა და დაღლის მიზეზად არ იქცეს. მოზარდისთვის ხალი სასწავლო წლის მოლოდინი ინტერესთან, სიახლესთან და სასიამოვნო ემოციებთან უნდა იყოს დაკავშირებული.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, სკოლისთვის მზადება როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის, მაქსიმალურად მარტივი, ორგანიზებული და სასიამოვნო პროცესი იყოს. ამის ერთ-ერთი გზა კი ყველა საჭირო ნივთის ერთ სივრცეში შეძენაა.
სკოლისთვის საჭირო ნივთების სია, როგორც წესი, საკმაოდ გრძელია - რვეულები, საკანცელარიო ნივთები, ჩანთა, წიგნები, სასწავლო მასალები და სხვა აქსესუარები. მათი სხვადასხვა მაღაზიაში ძებნა, საყიდლების რამდენიმე დღეზე გადანაწილება და იმის გახსენება, კიდევ რა დარჩა შესაძენი, მშობლისთვისაც დამღლელია და ბავშვისთვისაც.
როდესაც საჭირო ნივთების არჩევა და შეძენა ერთ სივრცეშია შესაძლებელი, სასკოლო სამზადისიც გაცილებით მარტივი ხდება. მშობელს შეუძლია წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით, ზედმეტი დროისა და ენერგიის დაკარგვის გარეშე, ერთიანად მოამზადოს ბავშვი ახალი სასწავლო წლისთვის. მიეცით მას შესაძლებლობა, თავად შეარჩიოს საყვარელი ფერის ან დიზაინის რვეული, ფანქრები, პენალი თუ სხვა ნივთები. მცირე არჩევანის გაკეთება ბავშვს დამოუკიდებლობის განცდას უქმნის და ახალი ეტაპის მიმართ დადებით განწყობას აძლიერებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ ემოციურ გამოცდილებას მიიღებს ბავშვი ამ პროცესისგან. თუ სკოლისთვის მზადება მუდმივ სირბილთან, დაღლასთან, რიგებში დგომასა და „კიდევ ეს გვაქვს საყიდელი“ ტიპის სტრესულ სიტუაციებთან ასოცირდება, შესაძლოა ეს განცდები სკოლასა და სწავლასთან დაკავშირებულ მოლოდინზეც აისახოს.
სწორედ ასეთი სივრცეა ბიბლუსი, სადაც ახალი სასწავლო წლისთვის მზადება უკვე დაიწყო. ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ონლაინ, ვებგვერდზე მომხმარებლებს სასკოლო ნივთების ფართო არჩევანი დახვდებათ, სხვადასხვა საჭიროებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით. წელსაც, სასკოლო ასორტიმენტში წარმოდგენილი იქნება:
საქართველოს ნაკრების თემატიკის სასკოლო სერიები, ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ესპანური ბრენდის მილანის ახალი კოლექცია, პონტოს მრავალფეროვანი პროდუქცია, პოლონური ბრენდის პასის მაღალი ხარისხის ზურგჩანთები, პენლები, ლანჩბოქსები და წყლის ბოთლები.
სკოლისთვის საჭირო ნივთების ერთ სივრცეში შეძენა მშობელს დროსა და ენერგიას უზოგავს. ბავშვს კი საშუალებას აძლევს, სასკოლოდ დაძაბულობის გარეშე საკუთარი არჩევანითა და პოზიტიური ემოციებით მოემზადოს.
სწორედ ასეთი სივრცეა „ბიბლუსი“, სადაც ახალი სასწავლო წლისთვის მზადება უკვე დაიწყო. ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ონლაინ, ვებგვერდზე biblusi.ge, მომხმარებლებს სასკოლო ნივთების ფართო არჩევანი დახვდებათ, სხვადასხვა საჭიროებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.
წელსაც, სასკოლო ასორტიმენტში წარმოდგენილი იქნება:
სკოლისთვის საჭირო ნივთების ერთ სივრცეში შეძენა მშობელს დროსა და ენერგიას უზოგავს, ბავშვს კი საშუალებას აძლევს, სასკოლოდ დაძაბულობის გარეშე, საკუთარი არჩევანითა და პოზიტიური ემოციებით მოემზადოს.
სასწავლო წლის დაწყებამდე დარჩენილ დღეებს მხოლოდ საყიდლებს ნუ დაუთმობთ. აქციეთ ეს პერიოდი ბავშვისთვის სასიამოვნო გამოცდილებად და მოლოდინის ნაწილად. გახსოვდეთ, სკოლა თავიდანვე დაღლით არ უნდა იწყებოდეს.
R