თამარ მეფის ეპოქის სილამაზის ფორმულა: სილამაზისა და ჰიგიენის კულტურა ძველ საქართველოში - Marao

თამარ მეფის ეპოქის სილამაზის ფორმულა: სილამაზისა და ჰიგიენის კულტურა ძველ საქართველოში

2026-09-01 17:07:23+04:00

დღეს, როდესაც თავის მოვლა და ესთეტიკური პროცედურები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ხშირად გვავიწყდება, რომ სილამაზისა და ჰიგიენის კულტურას საქართველოში საუკუნოვანი, ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. შუა საუკუნეების საქართველოში საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა არა მხოლოდ პირადი ჰიგიენის ელემენტი, არამედ საზოგადოებრივი კულტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო.

tavis-movla

  • როგორ გავიჯანსაღოთ თმა როზმარინისა და აბუსალათინის ზეთებით? 

თავის მოვლა შუა საუკუნეების საქართველოში

"თამარ მეფის ეპოქის თავის მოვლის რუტინა.

იცოდით, რომ შუა საუკუნეების საქართველოში საკუთარ თავზე ზრუნვა და თავის მოვლა ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც დღეს.

მაგალითად, XI საუკუნის, "უსწორო კარაბადინიდან" ვიგებთ, რომ ქერტლის მოსაშორებლად ქართველი ქალი იყენებდა ეგრეთწოდებულ „ბაზრაქატუნს“, რომელიც მზადდებოდა სელის თესლისა და მრავალძარღვას ნარევით.

  • ხვეული თმის მოვლის მინიმალისტური რუტინა 

არასასურველი თმის მოსაშორებლად, მოგვიანებით, დავით XI-ის შექმნილ "იადიგარ დაუდში" უამრავი რეცეპტია შესული. ხელნაწერის მიხედვით, ჯერ თმას ძირიანად იძრობდნენ ჩქიფით - დღევანდელი  პინცეტით, ხოლო ამის შემდეგ კანზე ისვამდნენ სხვადასხვა შხამიან ბალახეულს. ტკივილის შესამსუბუქებლად კი იყენებდნენ აფიონს - ყაყაჩოსგან მიღებულ ტკივილგამაყუჩებელს.

გაყოფილ თმის ბოლოებს, როგორც დღეს ჩვენ ბოლოჭამიებს ვეძახით, მკურნალობდნენ ხატმის და ტირიფის ფოთლის სქელი ნარევით.

ძველი ხელნაწერებიდან ასევე ვიგებთ, რომ არანაკლებ ყურადღებას უთმობდა ქართველი კაცი ჰიგიენასა და თავის მოვლას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა წვერისა და თმის მოვლას, ასევე თმის ცვენის შეჩერებას, გაჭაღარავების პრევენციას, პირის ღრუს მოვლასა და კბილების გათეთრებას.

ეს არ იყო უბრალოდ ჰიგიენა, ეს იყო კულტურა და საკუთარ თავზე ზრუნვის საკრალური მომენტი, ისეთივე, როგორიც გვაქვს დღეს ჩვენ.“ - ჰყვება Makeupby_Azuka საკუთარ გვერდზე