„არ გეგონოთ, რომ რამე კარგ დიეტას ან რჩევას გიმალავთ“ - მარიამ გეგუჩაძე მენტალურ ჯანმრთელობასა და კვებაზე გულახდილად საუბრობს - Marao

„არ გეგონოთ, რომ რამე კარგ დიეტას ან რჩევას გიმალავთ“ - მარიამ გეგუჩაძე მენტალურ ჯანმრთელობასა და კვებაზე გულახდილად საუბრობს

2026-09-03 11:47:05+04:00

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე, რომელსაც საზოგადოება წლებია აქტიური პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციით იცნობს, სოციალურ ქსელში გამომწერებს გულახდილად ესაუბრა. ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა საკუთარი გამოცდილება გააზიარა ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორებიცაა მენტალური ჯანმრთელობა, შფოთვები და წონის კლება.

- შფოთვები თუ გქონიათ?

- წლების წინ დამეწყო პანიკური შეტევები და შფოთვა. დავდივარ ფსიქოლოგთან - თუ აღარ მომწონს, ვცვლი თერაპევტს, ხოლო თუ მჭირდება, მივდივარ ფსიქიატრთან.

რაც მთავარია, წლებმა მასწავლა, რომ თუ ცუდად ვარ, საყვარელ ადამიანებს გავუზიარო და მათი გვერდში დგომა და ზრუნვა მივიღო. ეს სისუსტეს სულაც არ ნიშნავს.

აუცილებლად იცხოვრეთ ისე, როგორც გინდათ. მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ და ისიამოვნეთ.

maria-geguchadze

- მარიამ, როგორ დაიკელით?

- არ გეგონოთ, რომ რამე კარგ დიეტას ან რჩევას გიმალავთ და ამიტომ არ ვპასუხობ ამ კითხვას. უბრალოდ, არ მაქვს კარგი რჩევა და ჩემს მოსმენას, ამ თემაზე ნუტრიციოლოგების მოსმენა სჯობს.

ერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ და საკუთარ თავსაც ვუმეორებ, არის ის, რომ წონაზე ზრუნვას ჯანმრთელობაზე ზრუნვა სჯობს.

mariam-geguchadze

  • მარიამ გეგუჩაძის მშვიდი საოჯახო იდილია და ახალი ფოტო მეუღლესთან ერთად 

მარიამ გეგუჩაძის მეუღლე, ოჯახი და კარიერა 

2024 წლის 15 ივნისს ცნობილი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა, სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ მეგობრებს სასიამოვნო სიახლე გაუზიარა და ნიშნობის ფოტოები გამოაქვეყნა. მაშინ მკითხველმა წყვილის ფოტოები და კადრები ნიშნობიდან Marao.ge-ზე იხილა, თუმცა არც მარიამი და არც მისი ოჯახის წევრები საჯაროდ ამ თემაზე არ საუბრობდნენ. 

mariam-geguchadze

  • მარიამ გეგუჩაძის ბედნიერი მომენტები მეუღლესთან ერთად: დაბადების დღე და წვეულება მეგობრების წრეში 

მარიამი პატარა ასაკიდანვე აქტიურად იყო ჩართული დედის საქმიანობაში. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა ნანუკას გადაცემაში საკუთარი რუბრიკა ჰქონდა და მაყურებელს წარმატებულ და საინტერესო ახალგაზრდებს აცნობდა. როგორც ცნობილია, მარიამმა კარგი განათლება ჯერ საქართველოში, შემდეგ კი საზღვარგარეთ მიიღო. კერძოდ, სწავლა ბუდაპეშტში, ამერიკულ სკოლაში გააგრძელა:

"დღეს დილით მარიამის სკოლიდან მივიღე წერილები! ვიდრე ბოლომდე ჩავიკითხე, ნერვიულობისგან მთავარი გამომრჩენია და თავიდან გადავიკითხე! მეუბნებიან, რომ გამორჩეული ბავშვია და .... მერიდება დავწერო, კიდევ რას მწერენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სკოლამ ის წარადგინა Leadership Ambassador კურსებზე! Harvard, Johns Hopkins, Standford, George Washington University, or University of Chicago, Tulane უნივერსიტეტებში! ვინაიდან ყველასგან მოვიდა პასუხი მიღებაზე, მისი არჩევანის დროა და ის ირჩევს Harvard-ს! ეს ის შემთხვევაა, როდესაც კითხვა "რას ვგრძნობ?" დროულია! ეს რა მაგარი შეგრძნება ყოფილა" - წერდა ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში 2014 წელს. 

მას შემდეგ, რაც მარიამმა სწავლა საზღვარგარეთ დაასრულა, საქართველოში დაბრუნდა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით გააგრძელა საქმიანობა. ის ხშირად ჩნდება სხვადასხვა აქციაზე, საპროტესტო გამოსვლასა თუ დემონსტრაციაზე და ღიად აფიქსირებს საკუთარ განწყობას ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ.

მარიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში დეპრესიასა და რთულ პერიოდზე ისაუბრა:

აქვს ჩემი პრობლემები, მათ შორის, მენტალური ჯანმრთელობის. პირველად აშშ-ში დამეწყო პანიკური შეტევები და მძიმე დეპრესია. მთავარი მაშინ ის იყო, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რომ არსებობდა პანიკური შეტევები. დაგუგვლისაც მეშინოდა. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ გუგლის საშუალებით დიაგნოზის დასმა არ არის სწორი. მთელი ენერგია გადამქონდა სწავლაში. სამაგიეროდ, სხვა ცხოვრება არ მქონდა… ეს შეგრძნებები მახსოვს ეტაპებად, რადგან ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი მათ დავიწყებას. როცა ვლაპარაკობდი, არ მქონდა იმის განცდა, რომ მე ვაკონტროლებდი ამას, მეგონა, ავტომატურად ხდებოდა. ერთი მძიმე ინციდენტის შემდეგ დამეწყო ჭინჭრის ციება…+