მარიამ გველესიანი ცნობილი ქართველი მოდელი და ინფლუენსერია, რომელიც სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი Instagram-ზე, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის გამომწერებს აქტიურად უზიარებს თავის ყოველდღიურ ცხოვრებას, შთამბეჭდავ მოგზაურობებსა და პროფესიულ ფოტოსესიებს.
დღეს მარიამი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ცნობილი ინფლუენსერია - მას Instagram-ზე 230 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებიც მის საქმიანობასა და სიახლეებს თვალს ინტერესით ადევნებენ.
მარიამმა ფართო აუდიტორიის სიყვარული თავისი უშუალო ბუნებითა და დადებითი ენერგიით მოიპოვა. ის გულშემატკივრებს ყოველთვის გულწრფელად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას, ცხოვრებაში მიმდინარე მნიშვნელოვან ამბებს, სიახლეებსა თუ წამოჭრილ გამოწვევებს.
მარიამ გველესიანის დაბადების დღის გამორჩეული წვეულება
ამჯერად მარიამ გველესიანი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რისი მიზეზიც მისი დაბადების დღის ულამაზესი, შთამბეჭდავი წვეულება გახდა - კადრები საღამოდან უკვე რამდენიმე დღეა ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელში. მარიამმა გამომწერებს, ტრადიციულად, ამ დღის სამზადისისა და დეტალების შესახებ ვრცელი ვლოგიც გაუზიარა:
"ამ დაბადების დღეს თავიდან ბოლომდე ჩემს გონებაში ვხატავდი- მინდოდა ყველაფერი ზუსტად ისეთი ყოფილიყო, როგორსაც წარმოვიდგენდი.
როგორც იცით, ზოდიაქოთი ქალწული ვარ და იდეალურობისკენ სწრაფვა ჩემი ხასიათის ნაწილია, ამიტომ ამ დღისთვისაც თითოეული დეტალი განსაკუთრებული ყურადღებით შევარჩიე. ავირჩიე კომპანიები, რომლებსაც ვენდობოდი და ვიცოდი, რომ ჩემს ჩანაფიქრს ზუსტად ისე განახორციელებდნენ, როგორც გულში მქონდა ჩაფიქრებული და არც შევმცდარვარ.
შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთი დაბადების დღე არასდროს მქონია. ამ ჯადოსნური საღამოს შექმნაში თითოეულმა თქვენგანმა თავისი განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
და, რა თქმა უნდა, ეს დღე ასეთი ბედნიერი ვერ იქნებოდა ჩემი უსაყვარლესი მეგობრების და მეუღლის გარეშე. მიყვარხართ და მეამაყებით", - დაწერა მოგვიანებით მარიამმა.
დაბადების დღის წვეულება რომ მართლაც გამორჩეული და დაუვიწყარი იყო, ამას თითოეული კადრიც მოწმობს:





