თამო ვაშალომიძის გამოჩენა წითელ ხალიჩაზე და ფოტოგრაფების ქცევა, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა: ვენეციის კინოფესტივალი 2026 - Marao

თამო ვაშალომიძის გამოჩენა წითელ ხალიჩაზე და ფოტოგრაფების ქცევა, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა: ვენეციის კინოფესტივალი 2026

2026-09-05 13:42:21+04:00

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალმა ლიდოს სანაპირო კვლავ მსოფლიო კინოსა და მაღალი modის მთავარ ეპიცენტრად აქცია. წელს იტალიური წყლის ქალაქი განსაკუთრებული ელეგანტურობითა და ვარსკვლავური მასშტაბით ბრწყინავს — წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს ენაცვლებიან ჰოლივუდის A-ლისტის მსახიობები, მოდის ინდუსტრიის იკონები და კინოხელოვნების ცოცხალი ლეგენდები.

ჯორჯ და ამალ კლუნების შთამბეჭდავი გამოჩენიდან, სადაც მსახიობს კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „ოქროს ლომი“ გადაეცა, სიდნი სუინისა და კენდალ ჯენერის თანამედროვე, თამამ გადაწყვეტილებებამდე - ვენეციის ხალიჩა კვლავ ამტკიცებს, რომ აქ მხოლოდ პრემიერები კი არ იმართება, არამედ იწერება წლის მთავარი მოდური ტენდენციები. წარმოგიდგენთ 2026 წლის ვენეციის კინოფესტივალის ყველაზე გამორჩეულ, დახვეწილ და განხილვად ლუქებს, რომლებმაც ფოტოგრაფების ობიექტივები და მოდის კრიტიკოსების ყურადღება პირველივე წუთებიდან მიიპყრო.

თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე

კიდევ ერთი დეტალი რამაც ჩვენი, ქართველების ინტერესი დაიმსახურა, ეს ქართველი მოდელის, ინფლუენსერისა და ბიზნესმენის, თამო ვაშალომიძის გამოჩენაა ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე. 

  • "ჩემი ყოფილი მამამთილის ბინაში ვცხოვრობდი, არ მაქვს იმდენი თანხა, რომ დიდი სახლი ვიყიდო..." - თამო ვაშალომიძის ცხოვრება განქორწინების შემდეგ

"ეს ის მომენტია, როცა ვამაყობ ჩემი შვილით. სოფიას ჰქონდა სურვილი, რომელიც მზია ზაქარიაძემ შეუსრულა. მისი ბედნიერი თვალების ნახვა ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარულია. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამდენი თბილი სიტყვისთვის. მე და სოფია გულით გიხდით მადლობას ამ სიყვარულისთვის", - წერს სოციალურ ქსელში თამო ვაშალომიძე, რომელმაც ამ მნიშვნელოვან დღეს შვილის, სოფიას დიზაინით შეკერილი კაბა ეცვა. 

  • ცნობილი ბრენდის კაბა და ვარსკვლავური გამოჩენა მილანში: რა ღირს თამო ვაშალომიძის სამოსი, რომელიც მან მოდის კვირეულზე მოირგო

თამო ვაშალომიძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავის, კრისტიანო რონალდოს ცოლი, ჯორჯინა როდიგესიც ჩანს. როგორც აღმოჩნდა, ქართველი ინფლუენსერი წითელ ხალიჩაზე სწორედ მასთან ერთად მოხვდა. პაპარაცულ კადრებში ჩანს ფოტოგრაფების მიმართვა თამო ვაშალომიძისადმი, სადაც ისინი არასასიამოვნო ფორმით სთხოვენ, გაიწიოს, რათა ჯორჯინას გადაღება მოახერხონ. 

  • თამო ვაშალომიძემ ვენეციის კინოფესტივალზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა - როგორ გამოიყურებოდა ფოტომოდელი

ფაქტი უკვე გახდა კრიტიკის საგანი - თამო ვაშალომიძის გულშემატკივრებმა თუ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ღონისძიებას თვალ ადევნებენ, ფოტოგრაფების ამგვარი ქცევა უარყოფითად შეაფასეს.