"შენ ხარ ჩემი საყრდენი და ყველაზე ძვირფასი საჩუქარი" - ია დუდაშვილისა და ირაკლი ნოზაძის 11-წლიანი თანაცხოვრება - Marao

"შენ ხარ ჩემი საყრდენი და ყველაზე ძვირფასი საჩუქარი" - ია დუდაშვილისა და ირაკლი ნოზაძის 11-წლიანი თანაცხოვრება

2026-09-07 14:01:03+04:00

ია დუდაშვილისა და ირაკლი ნოზაძის წყვილი საზოგადოებაში ყოველთვის დიდ სიყვარულსა და სიმპათიას იმსახურებს. ახლახან წყვილმა ერთად ყოფნის 11 წლის იუბილე აღნიშნა, ამ თარიღთან დაკავშირებით კი იამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

"გუშინ ერთად ყოფნის 11 წელი შეგვისრულდა.

ერთად გავიარეთ ყველა ქარიშხალი რასაც ცხოვრება თანაცხოვრების პირველ ათწლეულში გვიმზადებდა.თითოეული დღისთვის მადლიერი ვარ, რადგან სწორედ იმ სირთულეებმა მოგვიყვანა იქ, სადაც დღეს ვართ.

მიყვარს ჩვენი სიყვარული, რომელიც ისე გაიზარდა, რომ ჩვენში აღარ დაეტია და 3 ახალი სიყვარულის ნაყოფი მოევლინა სამყაროს.

ჩემო განსაკუთრებულო, გისურვებ იმ შინაგან ძალას და სიმამაცეს, რომელიც უფლისგან მოდის - ისეთ სიმამაცეს, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია.

შენ ხარ ჩემი საყრდენი და ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ღმერთისგან.

მადლობა, რომ ერთი ამბიციური ეგოისტი ადამიანისგან, ისეთ მეუღლედ და დედად მაქციე, როგორიც დღეს ვარ.ჩემო უსასრულო სიყვარულო.

დარწმუნებული ვარ შემდეგი ათწლეული კიდევ უფრო ფერადი და ბედნიერი იქნება"- წერს ია დუდაშვილი.

ia-dudashvili

ia-dudashvili

  • "თავიდან ბოლომდე შეცვალა ჩვენი ცხოვრება - ნიაკო ნოზაძე 10 წლის" - ია დუდაშვილი და ირაკლი ნოზაძე უფროსი ქალიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავენ 

ია დუდაშვილი და ირაკლი ნოზაძე

ირაკლი ნოზაძე იამდე რამდენჯერმე იყო დაოჯახებული, მაგრამ მისმა ურთიერთობებმა დიდხანს არ გასტანა. ამჟამად იას და ირაკლი ბედნიერი ოჯახი აქვთ და ამის დასტური მათი შვილებია. ია ამბობს მართალია წყვილმა კრიზისულ სიტუაციაშიც იყო, მაგრამ ერთად ყველაფერს გაუმკლავდნენ.

"ჩვენ გვქონდა პრობლემები ურთიერთობაში და ამ კრიზისულ სიტუაციაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. გადაფასება მოხდა... ყველაზე მთავარი, რაც იმ ორწლიანმა პერიოდმა მასწავლა, არის ის, რომ ჩვენი ეგოიზმი ორივეს ხელს გვიშლიდა ურთიერთობების დალაგებაში. როდესაც ეს გვერდზე გავწიეთ და ერთმანეთზე ზრუნვა დავიწყეთ, მაშინ დაიწყო ურთიერთობების დალაგება.ამავდროულად, მეგობრებთან ვსაუბრობდი ძალიან ბევრს. ვეძებდი მრჩეველს ან იმას, ვინც დამეხმარებოდა ამ ურთიერთობების მოგვარებაში. ამ დროს დავრწმუნდი, რომ ეს გზა ჩემი გასავლელია. ასევე დავრწმუნდი, რომ ჩემი მთავარი მეგობარი არის ჩემი მეუღლე", - ამბობს ია.

  • "ლაქტაცია არ არის მხოლოდ კვება - თუ შენ ამისგან იღებ სტრესს, შეუძლებელია, რომ ბავშვმა მიიღოს სარგებელი" - ია დუდაშვილი დედობაზე 

ია დუდაშვილსა და ირაკლი ნოზაძეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. ზრდიან სამ უსაყვარლეს შვილს, ნია, დანიელ  და სიდონია ნოზაძეებს და მათი ოჯახური კადრები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ია შესანიშნავი დედაა, აქტიურადაა ჩართული ბავშვების აღზრდაში და მისი მიდგომა შვილებისადმი ბევრი დედისთვის სამაგალითოა.