მოდელი რუსა ჩაჩუა და მისი მეუღლე, დიმა ნაფეტვარიძე, თანაცხოვრების 14 წლისთავს ზეიმობენ. ამ თარიღთან დაკავშირებით რუსამ მეუღლეს სოციალურ ქსელში თბილი ოჯახური ვიდეო გააზიარა.
"ჩემო სიყვარულო, ჩემო ერთადერთო. 14 წელია დაქორწინებული ვარ და ისევ შენ აგირჩევდი. შენ ხარ ჩემი გული, ჩემი სახლი და ჩემი მარადისობა. ჩვენ ერთად კიდევ მრავალი ლამაზი წელი უნდა გავატაროთ. უსაზღვროდ მიყვარხარ," - წერს რუსა.

რუსა ჩაჩუას ბედნიერი ოჯახი და შვილები
რუსა ჩაჩუამ პირველი ოჯახი 17 წლის ასაკში შექმნა. 3 წელი კომპანია "მაგთიში" მუშაობდა, ნასტიას დაბადებიდან მალევე კი მოდელი არჩილს გაშორდა. რამდენიმე წლის წინ ულამაზეს რუსა ჩაჩუას ვანიკო თარხნიშვილთან ერთად პროექტი „ბრავო“ მიჰყავდა. მას შემდეგ რუსა ეკრანზე აღარ გამოჩენილა და მხოლოდ რეკლამებში მონაწილეობს. მის პირად ცხოვრებაზე კი პრესაში ხშირად წერენ.
როგორც ამბობენ, რუსა მკაცრი და"გიჟი" დედაა, შვილებისგან მაქსიმუმს მოითხოვს და არც თვითონ იშურებს ენერგიასა და დროს. მოდელის პირველი შვილი, თაზო სახვაძე, თინეიჯერებსა და დედის გამომწერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
რუსა ჩაჩუას თანამედროვე კონკიას უწოდებენ. „შემიძლია ვთქვა, რომ მის გვერდით პრინცესა ვარ“, – თქვა რუსამ დიმა ნაფეტვარიძესთან ქორწინების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში. მიუხედავად იმისა, რომ რუსა პროფესიით მოდელი არ არის და პოდიუმზე არც ისე ხშირად ჩნდება, მას ფოტოსესიებში ხშირად იწვევენ, ვინაიდან მისი სილამაზე ეკრანსა და ჟურნალების გარეკანებს ძალიან უხდება.