"წერილი ჩემი ყოფილი ქმრის მომავალ ცოლს…": თამთა საბელაშვილის გულახდილი წერილი ჯანსაღი ურთიერთობების შესახებ - Marao

"წერილი ჩემი ყოფილი ქმრის მომავალ ცოლს…": თამთა საბელაშვილის გულახდილი წერილი ჯანსაღი ურთიერთობების შესახებ

2026-09-08 11:21:10+04:00

თამთა საბელაშვილის ბრძოლა და გამარჯვება: სამი შვილის დედის ემიგრანტული ცხოვრება საფრანგეთში

სამ შვილთან ერთად უცხო ქვეყანაში, უამრავი გამოწვევის პირისპირ დარჩენილი თამთა საბელაშვილი იმ ძლიერი და გამბედავი ქალების სახეა, რომლებიც საკუთარი ოჯახის უკეთესი მომავლისთვის არასდროს ნებდებიან. საქართველოში გამოვლილი ოჯახური სირთულეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის აღზრდის შემდეგ, საფრანგეთში გადასვლამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა.

  • "სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის დროს ჩემი ყო­ვე­ლი დღე დეპ­რე­სი­უ­ლი იყო, გარეთ ვერ გავდიოდით, რათა თავიდან აგვერიდებინა შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება..." - ცნობილი ტიკტოკერის, სამი შვილის დედის ცხოვრება და გამოწვევები საფრანგეთში

მართალია, ემიგრაციაში ყოფნა ოფიციალური სტატუსის გარეშე უწევს და ამჟამად თავის რჩენას სახლების დალაგებით ახერხებს, თამთა თავდაუზოგავი შრომითა და მიზანდასახულობით შვილებს საუკეთესო პირობებს უქმნის. ყოფილ მეუღლესთან დაშორების მიუხედავად, რომელიც დღემდე მონაწილეობს ბავშვების აღზრდაში, ის არ უშინდება მარტოხელა დედობის სირთულეებს და საკუთარ რეალურ ისტორიას, ბრძოლასა და უპირობო სიყვარულს „ტიკტოკის“ საშუალებით ათასობით გამომწერს უზიარებს.

tamta-sabelashvili

ცოტა ხნის წინ თამთა საბელაშვილი ურთიერთობებზე, განქორწინებასა და ოჯახზე წერდა - მის პოსტს სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება აქვს: 

"წერილი ჩემი ყოფილი ქმრის მომავალ ცოლს…

ერთადერთი, რასაც შენგან ვისურვებ, სიყვარული, სითბო და მზრუნველობაა - განსაკუთრებით ჩვენი შვილების მიმართ.

იცოდე, მათ მამას თავისი შვილები უზომოდ უყვარს. ამიტომ არასოდეს ეცადო მათ შორის დადგომას, დაშორებას ან შვილებით მანიპულირებას. თუ ამ კაცთან ბედნიერ და ხანგრძლივ ურთიერთობას აპირებ, მისი შვილებიც, როგორც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა მიიღო.

  • "ოთო ჩემზე უკეთეს მხარდამჭერს და გვერდში მდგომ ადამიანს ცხოვრებაში ვერ იპოვიდა" - ოთო ნემსაძისა და სოფო მეძმარიაშვილის ლამაზი ოჯახი და სიყვარულის ამბავი

ჩემგან, როგორც ყოფილი ცოლისგან, კონკურენციას და მტრობას არასოდეს მიიღებ. პირიქით - თუ ჩემს შვილებს გულით შეიყვარებ, გაუფრთხილდები და მათთვის კიდევ ერთი უსაფრთხო და თბილი ადამიანი გახდები, ჩემგან ყოველთვის გექნება მხარდაჭერა, დაფასება და პატივისცემა.

ჩვენ შეიძლება წარსული გვაკავშირებდეს, შენ კი მისი მომავალი გახდე, მაგრამ ერთი რამ ყოველთვის საერთო გვექნება - სურვილი, რომ ბავშვები სიყვარულში, სიმშვიდესა და ჯანსაღ გარემოში გაიზარდონ.

ქალები ერთმანეთის მტრები არ უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუაში ბავშვების ბედნიერებაა".

tamta-sabelashvili